შაბათი, მარტი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიავეჯი/დეკორაცია7 თამამი ფერი ინტერიერში, რომლებიც 2024 წელს განსაკუთრებით პოპულარულია

7 თამამი ფერი ინტერიერში, რომლებიც 2024 წელს განსაკუთრებით პოპულარულია

2024 წლის ფერთა ტენდენციები მაქსიმალურად უსვამს ხაზს განწყობას, გვეხმარება თამამი გადაწყვეტილებების მიღებაში და ორიენტირებულია თავდაჯერებულობის გაზრდაზე. ამ წელს პოპულარული აღარაა რბილი, მსუბუქი და მონოქრომული ფერთა პალიტრები, რაც „უსაფრთხო“ ინტერიერს ქმნიდა. დღევანდელი ტენდენცია მრავალგანზომილებიანი სივრცეების შექმნაა მუქი ჩრდილებისა და ფერების გამოყენებით.

 

ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, რომ ფერების მიმდინარე ტენდენცია უფრო ცივი და კაშკაშა ტონებისკენ მიისწრაფვის, რადგან ადამიანები უფრო გაბედულები არიან საკუთარ გადაწყვეტილებებით. იმისთვის, რომ 2024 წლისთვის პოპულარული ფერები კარგად შეისწავლოთ, გიზიარებთ რამდენიმე ფერს, რომელიც თქვენს საცხოვრებელს სრულიად ახალ იდენტობას შესძენს.

1.კობალტი

 

 

როდესაც საქმე თამამ და გაბედულ გადაწყვეტილებებს ეხება, მუქ ლურჯს არცერთი ფერი შეედრება. ეს ტონი არა მხოლოდ ინდივიდუალიზმს აღვიძებს, არამედ ძალიან მომხიბვლელიცაა. კობალტის ლურჯი დეკორი თანამედროვე დიზაინში ერთ-ერთი გამორჩეული ფერია.

კობალტის დამატება შეგიძლიათ კედლებზე ან ავეჯის სახით. ეს დომინანტური და ინტენსიური ფერი მთლიანად მოიცავს სივრცეს და ოთახებს შორის გარდაქმნებს ბუნდოვანს ხდის, რაც სივრცეს ვიზუალურადაც აფართოებს.

2.ნაცრისფერი

 

 

კიდევ ერთი ფერი, რომელიც 2024 წელს უნდა სცადოთ, არის ნაცრისფერი.  ნაცრისფერი მშვიდი და კომფორტული ფერია, რომელიც ნათელ გარემოს ქმნის. კედლებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ შედარებით ღია ნაცრისფერი, რომელიც თბილ და ცოცხალ ეფექტებს შექმნის, ხოლო მუქი ნაცრისფერი შედარებით უფრო მკვეთრი განწყობების გაღვიძებაში დაგეხმარებათ.

ტრადიციული ნაცრისფერი მიწის ტონებს მიეკუთვნება, მსგავსი ფერები კი არა მხოლოდ 2024 წელს, არამედ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად პოპულარულია.

3.მუქი მწვანე

 

 

მათთვის, ვინც არ იცის, როგორ გამოიყენოს ისეთი ფერები, როგორიცაა შავი, წითელი, ან მუქი ლურჯი, თუმცა ინტერიერში ინტენსიური ტონების დამატება სურს, მწვანე იდეალური არჩევანია. ამ ფერს შეუძლია სივრცეში მძაფრი ეფექტის შემოტანა, თუმცა არ არის ძალიან მკვეთრი ან გამაღიზიანებელი. გარდა ამისა, მუქი მწვანე ფერის შეხამება შესაძლებელია უამრავ თბილ და სადა ტონთან.

ხანდახან მუქი მწვანე ინტერიერში შეიძლება მძიმედ გამოჩნდეს, რა დროსაც მისი თეთრ ფერებთან შეხამებაა საჭირო, დამატებით შავი აქცენტების გამოყენება კი თქვენს ინტერიერს ჰარმონიაში მოიყვანს.

4.მუქი ვარდისფერი

 

 

ვარდისფერი მარადიული ფერია და როგორც ჩანს, არასდროს გადავა მოდიდან. დროთა განმავლობაში, ინტერიერის დიზაინერები ამ ფერის რამდენიმე განსხვავებულ ტონს იყენებდნენ, დღეს კი მუქი ვარდისფერი განსაკუთრებით პოპულარულია. ვარდისფერს ბევრი სხვა ფერიც უხდება, რაც მას ადვილად გამოსაყენებელს და მრავალმხრივს ხდის.

ვარდისფერი ფერი ხდება ცენტრალური ელემენტი, გარდაქმნის სივრცეებს და ქმნის ერთიანობას, საბოლოო ჯამში კი თავს თბილად და კომფორტულად გვაგრძნობინებს. ესთეტიკური მიმზიდელობის გარდა, ის ფოკუსირებულია სივრცეზეც, აღვიძებს დომინანტურ ელფერებს და იდეალურია ინტერიერში კონტრასტების შესაქმნელად. დიზაინერები გვირჩევენ, ინტერიერში ვარდისფერის რამდენიმე განსხვავებული ელფერის გამოყენებასაც, კედლები შეგვიძლია მუქი ვარდისფრით, ხოლო ავეჯი და სხვა დეტალები შედარებით ღია ტონებით შევღებოთ.

5.ღვინისფერი

 

 

ე.წ. ბურგუნდიული ღვინისფერი მდიდრული და მბზინავი ტონია, რომელიც შეიძლება შერწყმული იყოს უამრავ ელფერთან. დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია მისი ნაცრისფერთან შეხამება, რაც განსაკუთრებით კარგად ერგება ისეთ ინტერიერს, სადაც ხის მასალა ჭარბობს.

იმის გამო, რომ მკვეთრი წითელი საკმაოდ გამაღიზიანებელი ფერია, დიზაინერები ღვინისფერს გვირჩევენ, როგორც მის იდეალურ შემცვლელს.

6.ყავისფერი

 

 

ყავისფერი, რომელიც ხშირად აღიქმება, როგორც ბანალური და მოსაწყენი, 2024 წლის ტენდენციებში დაბრუნდა. დღეს ინტერიერის დიზაინერები მაქსიმალურად ცდილობენ ამ ფერის სწორად გამოყენებას, რადგან ის მიწიერი, დახვეწილი ფერია, რომელიც ინტერიერს მყუდრო ხასიათს მატებს.

ყავისფერი იდეალურია მჭიდრო და მცირე ზომის ოთახებში, ასევე დერეფნებსა და სველ წერტილებში, კონტრასტის შესაქმნელად კი სცადეთ თეთრი ფერის გამოყენება, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ.

7.იისფერი

 

 

როდესაც საქმე ფერთა ტენდენციებს ეხება, მუქი და სადა ფერები არასდროს გადადის მოდიდან. იისფერი ღრმა და ელეგანტური ინტერიერის შექმნაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იგი სივრცეს სითბოსა და კომფორტს მატებს და განსაკუთრებით უხდება ნაცრისფერ ან ვარდისფერ ტონებს.

ეს ფერი ერთდროულად სიმშვიდესა და ფუფუნებას გამოხატავს, ხოლო მისი მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, რომ მარტივად და საინტერესოდ შევუხამოთ სხვადასხვა მშვიდი თუ მკვეთრი ტონები.

წყარო:https://www.homeis.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

22 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

21 მარტი 2025
შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

მარტი 22, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

მარტი 22, 2025
ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

მარტი 22, 2025
ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

22 მარტი 2025
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

მარტი 22, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები