ოთხშაბათი, სექტემბერი 18, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიავეჯი/დეკორაცია5 რჩევა სახლის ეფექტურად ორგანიზებისთვის

5 რჩევა სახლის ეფექტურად ორგანიზებისთვის

სახლის ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს უბრალოდ მოწესრიგებულობას, არამედ გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რადგან კვლევებით დასტურდება, რომ გარემო მოქმედებს განწყობაზე, გონების ფუნქციონირებასა და ნერვულ სისტემაზე. ამბობენ, მოწესრიგებული სახლი, მოწესრიგებული გონებააო. შესაბამისად, არ უნდა დაგვენანოს დრო საკუთარი ბინის მოწესრიგებისთვის. ამასთან ერთად, როგორი ეფექტური და ლამაზიც არ უნდა იყოს სახლის დიზაინი, მოუწესრიგებლობის შემთხვევაში ყველანაირ ეფექტს კარგავს. ჩვენს ბლოგში წაიკითხავთ რჩევებს, რომლებიც სახლის სწორად და ეფექტურად ორგანიზებაში დაგეხმარებათ.

 

 

1. სწორი მიდგომა და ნივთების დაჯგუფება

 

მთელი სახლის ორგანიზება შეიძლება რთული იყოს, ამიტომ სწორი მიდგომაა თითო ოთახის საფუძვლიანად დალაგება.

 

  • ნუ დაიტვირთავთ თავს ყველაფრის გამოლაგებით, უმჯობესია დაიწყოთ მცირედით და კონცენტრირდეთ ერთი კონკრეტული ადგილის დალაგებაზე. ყურადღებით შეაფასეთ ნივთები, დაფიქრდით, როდის გამოიყენეთ ბოლოს და რითიც დიდი ხანია არ გისარგებლიათ გააჩუქეთ ან დაასაწყობეთ.
  • ნივთების დაჯგუფება და დახარისხება მნიშვნელოვანია, აადვილებს სივრცის ზონირებას. გამოყავით ადგილები ჩასაცმელად, მაკიაჟის გასაკეთებლად და ა.შ. ადგილის გამოყოფა სასიამოვნო ნაკადის განცდას ქმნის სივრცეში. როდესაც სივრცე შეზღუდულია ეს ზონები გადაიკვეთება, დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად ერთმანეთის მსგავსი ნივთები კონტეინერებში ან კალათებში მოათავსეთ.

 

2. საძნებლის და ზედაპირების მოწესრიგება

 

საძინებლის მოწყობა უმჯობესია კარადით დაიწყოთ, რადგან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მოწესრიგება გადამწყვეტია. გაიადვილეთ ტანსაცმლის პოვნა, სპეციალური ადგილი გამოყავით იმ ტანსაცმლისა და ნივთებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ. დაათვალიერეთ კარადა და ფუნქციები თქვენ სასარგებლოდ გამოიყენეთ: თუ ბევრი თარო გაქვთ ნაჭრის სათავსოები ან ყუთები გამოიყენეთ და მაღალი კარადის შემთხვევაში დაკიდეთ შიგნით საკიდები. ხოლო, როცა ზედაპირების ორგანიზებას დაიწყებთ, დატოვეთ მინიმალური რაოდენობის ნივთები, რომლებსაც აუცილებლად ხშირად გამოიყენებთ.

 

 

3. სამზარეულოს მოწესრიგება

 

სამზარეულოს ორგანიზებას აზრი ეკარგება საკვების შენახვის ოწესრიგებული სისტემის შემუშავების გარეშე. იმის ცოდნა, თუ რომელი კერძი თუ პროდუქტი სად გაქვთ განთავსებული გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას. ამაში დაგეხმარებათ გამჭვირვალე, ეტიკეტიანი კონტეინერები. ასევე, არსებობს ასეთი მეთოდი – FIFO, რომელიც თარიღის მიხედვით პროდუქტის განლაგებას გულისხმობს. ახალი პროდუქტი თავსდება შიგნით, ხოლო რასაც შედარებით მალე გასდის ვადა წინ უნდა მოთავსდეს. ეს მეთოდი თავიდან აგარიდებთ არეულობას და მაცივრის ნარჩენებისგან მარტივად დაცლაში დაგეხმარებათ. სამზარეულოს ორგანიზებისთვის ძალიან კომფორტულია უჯრების აქტიურად გამოყენება, სადაც ნებისმიერი აქსესუარის, სუნელებისა თუ ჭურჭლის განთავსებაა შესაძლებელი. არეულობის თავიდან ასარიდებლად დაახარისხეთ ნივთები და გამოიყენეთ უჯრის გამყოფები.

 

 

4. წიგნების განლაგება

 

წიგნების თარო შესანახი ადგილის გარდა შეიძლება გამოიყენოთ, როგორც დეკორაციის ნაწილი. არ არსებობს კონკრეტული სქემა თუ მიდგომა წიგნების ორგანიზებისთვის, თუმცა თქვენ შეგიძლიათ თქვენზე მორგებული სისტემა შეიმუშავოთ და დაალაგოთ ანბანის, ჟანრის, ფერის, სიმაღლის მიხედვით ან სხვ. გირჩევთ, რომ წიგნები ერთმანეთს არ მიატყუპოთ და სივრცე დატოვოთ, რათა წიგნის ამოღება უფრო მარტივი იყოს.

 

5. ვერტიკალური სივრცე და მრავალფუნქციური ავეჯი

ვერტიკალური სივრცე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, მათ შორის კარის უკანა ნაწილიც კი. ვერტიკალური სივრცის ათვისებაში დაგეხმარებათ კედლის საკიდები, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ, როგორც კედლის უკან, ისე კარადებშიც.

ხელმისაწვდომი სივრცის მაქსიმალურად გამოსაყენებლად და კარგად ორგანიზებისთვის უპირატესობა მიანიჭეთ მრავალფუნქციურ ავეჯს. მაგალითად, საწოლი, რომელსაც სათავსოები აქვს, კეცვადი მაგიდა და სხვ. იფიქრეთ, როგორ შეიძლება აქციოთ უკვე არსებული ავეჯი მრავალფუნქციურად, წიგნების პატარა კარადაზე შესაძლებელია სანათის დადება და ტუმბოდ გამოყენება. თუ ახალი ავეჯის შეძენა არ გსურთ, თქვენს ავეჯს მოუფიქრეთ სხვადასხვა გამოყენება, ეს დაგიზოგავთ ადგილსაც და დეკორაციების ცვლილებასაც გამოიწვევს.

წყარო:https://archi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ტოსკანაში მოგზაურობის 5 დღიანი გეგმა

ტოსკანაში მოგზაურობის 5 დღიანი გეგმა

17 September, 2024
ალკოჰოლის მოხმარება და დემენციის რისკი: ახალი კვლევების შედეგები  – მოამზადა გიორგი ფხაკაძემ

ალკოჰოლის მოხმარება და დემენციის რისკი: ახალი კვლევების შედეგები – მოამზადა გიორგი ფხაკაძემ

სექტემბერი 17, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 17 სექტემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 17 სექტემბერი

17 სექტემბერი 2024
როგორ აძლიერებს გამწვანება არქიტექტურის ინდუსტრიას: ეკოლოგიური და ესთეტიკური სარგებელი

როგორ აძლიერებს გამწვანება არქიტექტურის ინდუსტრიას: ეკოლოგიური და ესთეტიკური სარგებელი

სექტემბერი 17, 2024
მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით

მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით

სექტემბერი 17, 2024
როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან რეალურ ცხოვრებასა და ციფრულ სამყაროში

როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან რეალურ ცხოვრებასა და ციფრულ სამყაროში

17 სექტემბერი 2024
შემოდგომა იდეალური დროა დასვენებისთვის – ბუნების საოცარი ფერები

შემოდგომა იდეალური დროა დასვენებისთვის – ბუნების საოცარი ფერები

სექტემბერი 16, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ღვინის ექსპორტი და სტატისტიკა

ღვინის ექსპორტი და სტატისტიკა

სექტემბერი 17, 2024
გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული ✨️

გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული ✨️

სექტემბერი 12, 2024
ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

17 სექტემბერი 2024
კონკურსის  „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

სექტემბერი 11, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები