შაბათი, მარტი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ...

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში

sheniganatleba.ge გთავაზობთ ინტერვიუს დარეჯან ეზუგბაიასთან, რომელმაც დააფუძნა საბავშვო ბაღი ლისის ტბის მიმდებარედ.

“ჰობიტონი”ეკომეგობრულ გარემოში ბავშვების განსავითარებლად ყველა საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს და ალბათ, ყველა მშობელი ვთანხმდებით, რომ სკოლამდელი აღზრდის პერიოდში ყველა აღნიშნულ ნიუანსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დარეჯან ეზუგბაია საკუთარი ბაღის შესახებ საინტერესო დეტალებზე გვესაუბრა:

ქალბატონო დარეჯან, ეკოლოგიურ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის აღზრდის პროცესში, მეც დედა ვარ და ამ დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ… გვიამბეთ, როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ საბავშვო ბაღი გაგეხსნათ და რამდენწლიანი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?

– მოგესალმებით, ჩვენ გვაქვს 13-წლიანი გამოცდილება. ამ დრომდე სხვა ლოკაციაზე ვიმყოფებოდით სხვა სახელწოდებით, მაგრამ პანდემიის პირობებმა და იმ დროს აქტივობების დეფიციტმა გვაჩვენა, რომ უნდა ვყოფილიყავით აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში…

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ლოკაციაზე ბაღის ფუნქციონირება. რადგან ლისზე ვიმყოფებით, აქედან გამომდინარე, შევარჩიეთ ეს სახელწოდებაც “ჰობიტონი”, რომელიც პატარა არსებების სოფელს ნიშნავს და სახელწოდების იდეაც სწორედ ბავშვებისგან წამოვიდა.

ამდენწლიანმა გამოცდილებამ და პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ბავშვებისთვის უნდა შეგვექმნა ისეთი სივრცე, რომელიც იზრუნებდა მათ ჰოლისტურ განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, ახლა ვიმყოფებით ამ ლოკაციაზე, თუმცა ცოტა ხნის წინ შევიძინეთ მიწა, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა და ახალი სასწავლო წლიდან უკვე ახალ სივრცეში შევხვდებით ჩვენს პატარებს.

ამ სივრცეში, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტი იქნება დაცული – ინფრასტრუქტურა, ეზო, სამზარეულო და ეკომეგობრულ გარემოს შევთავაზებთ ჩვენს ბავშვებსა და მომხმარებლებს.

 – გავეცანი თქვენს ვებგვერდს და 8 თვიდან იღებთ ბავშვებს – ეს მნიშვნელოვანია ყველა მშობლისთვის, რადგან ხშირად ასაკი ბარიერს ქმნის – გვესაუბრეთ ამ თემაზეც.

– დიახ, 8 თვიდან იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ესეც გამოცდილების ნაწილია.

ჩვენ პირველი სატესტო ვარიანტი გვქონდა, შეგვეთავაზებინა ჩვენი მშობლებისთვის, რომლებსაც უკვე ბავშვი დაჰყავთ ჩვენს ბაღში,  მეორე პატარაც მოეყვანათ. ამ ნაწილშიც გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რადგან ჩვენი აღმზრდელები მუდმივად გადიან უწყვეტ განათლებას ადრეული ასაკის სფეროში. გვყავს დატრენინგებული აღმზრდელები და გამოცდილებაც დიდია ამ ნაწილში.

ჩვენ ზუსტად ასაკის შესაბამის უნარებზე გავდივართ, რისი მიხედვითაც ბავშვი უფრო ვითარდება. გვაქვს წინასწარ დაგეგმილი აქტივობები, მაგრამ ამ სფეროში წინასწარ მაინც ვერ გათვლი, რადგან ჩვენ სწორედ ბავშვის ინდივიდუალიზმს ვაქცევთ ყურადღებას. გვაქვს დაგეგმილი აქტივობები, მაგრამ ხშირად იცვლება ის დაუგეგმავი აქტივობებით, რა თქმა უნდა, ესეც ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.

-საინტერესოა, ბაღში ფსიქოლოგი გყავთ?

– დიახ, ბაღში საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიც გვყავს და ქცევის თერაპევტიც. თუ საჭირო იქნება სპეციალისტის ჩარევა, მშობელთან ერთად ვწყვეტთ ამ საკითხს და მშობლისთვისაც კომფორტულია, რომ ადგილზე შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალისტის მომსახურებით.

 -როგორც თქვით, მიწა იყიდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის მიწასთან ურთიერთობა, ხომ არ გეგმავთ რამე ისეთ აქტივობებს, რომ ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ მიწათმოქმედებასთან?

-დიახ, მიწა ვიყიდეთ, პროექტიც დამტკიცებულია და ამ ეტაპისთვის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენი ეკოლოგია და გარემო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიწასთან, ტალახთან, ქვიშასთან ჰქონდეთ ბავშვებს შემხებლობა.

აქედან გამომდინარე, გვაქვს შესაბამისი აქტივობებიც. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ბავშვები წვიმაში შაქარივით არ დნებიან, არ ცივდებიან, პირიქით – სწორად შერჩეულ ტანსაცმელში, თუნდაც რეზინის ფეხსაცმელში, ეს არის ერთგვარი აქტივობა, რომელიც ბავშვებს უვითარებს მსხვილ მოტორულ უნარებს, რაც მნიშვნელოვანია მათთვის.

ამიტომ, რა თქმა უნდა, გვაქვს ასეთი აქტივობები და თანაც არაერთი. გვაქვს აგროგაკვეთილებიც, მწვანე გაკვეთილები. ყოველკვირეული პროექტები გვაქვს, ერთ-ერთია აგროტური, სადაც ათვალიერებენ სათბურს, მარწყვის პლანტაციას, მარწყვის დაკრეფაში მონაწილეობენ, დააგემოვნებენ და ასევე ადგილზე ტარდება საინტერესო “ვორქშოპიც”.

– გარდა ამ საინტერესო და შთამბეჭდავი დეტალებისა, როგორ ფიქრობთ, რა არის ნიშა, რაც გამოგარჩევთ სხვა საბავშვო ბაღებისგან?

– ჩვენს საბავშო ბაღს გააჩნია მისია, აქვს თავისი ხედვა, ღირებულებები და ყველაფერი არის მორგებული ბავშვებზე და მათ ინტერესებზე- თამაშებზე, თამაშით სწავლებაზე და მათ განვითარებაზე. გვაქვს გასვლითი ღონისძიებები, ყოველი გასვლის დროს ჩვენ ბავშვებს ვაჩვევთ სოციუმის წესებს, გადაადგილებას. ქალაქშიც საკმაოდ ხშირად დავდივართ, იქ ვაჩვევთ, როგორ დასხდნენ კაფეში, როგორ მიირთვან გარკვეული კერძი. მშობელი როდესაც მოდის და უყურებს ამ ყველაფერს სოც. ქსელში, გვეუბნება, რომ ეს სწორედ ის არის, რაც სხვებს არ აქვს. ჩვენც ათმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, როდესაც ასე გვენდობიან და მადლიერებას გამოხატავენ მშობლები.

განაგრძეთ კითხვა:https://sheniganatleba.ge

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

 

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

22 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

21 მარტი 2025
შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

მარტი 22, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

მარტი 22, 2025
ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

მარტი 22, 2025
ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

22 მარტი 2025
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

მარტი 22, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები