წარმოგიდგენთ ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდს Cisia • ცისია
მე გახლავართ ციცი ციციშვილი, პროფესიით იურისტი და Cisia ცისია ზე უნდა მოგიყვეთ…🌸 ყველზე ფერად და სამკაულის მოყვარულ გოგოზე… 📿🎉
“ვინც კარგად მიცნობს, იცის ჩემი და სამკაულის დიდი სიყვარულის ამბავი და ალბათ, არც გაუკვირდება, საკუთარი ხელით მათი დამზადება რომ დავიწყე…
💞❤️ ყველაფერი კი პანდემიის დროს დაიწყო.. როდესაც სახლში, იზოლაციაში აღმოვჩნდით, დავიწყე სამკაულის შექმნა. თავიდან ვერ ვბედავდი ფართო საზოგადოებისთვის შემეთავაზებინა ჩემი ხელნაკეთი, მხოლოდ მეგობრებს და ახლობლებს ვჩუქნიდი…🫶
იმდენი დადებითი შეფასება ჰქონდა, რომ გადავწყვიტე გვერდი შემექმნა ფეისბუქზე და ასე გავბედე ჩემი ნახელავის, ჩემი ქმნილებების საჯაროდ გამოჩენა… 🔥🎉
საოცარი შეგრძნებაა, როცა შენს ქმნილებას ატარებენ, აფასებენ, როცა შეგიძლია გაბრწყინებული თვალების და ადამიანების გაბედნიერების მიზეზი იყო… 🎀❤️მადლობა სამყაროს, რომ ასეთი შესაძლებლობა მომცა… 🌞💫💥
მასალის გამოყენების პირობები