პარასკევი, მარტი 21, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიინტერვიუხელნაკეთი შარფები - წარმატებული სტარტაპის ისტორია

ხელნაკეთი შარფები – წარმატებული სტარტაპის ისტორია

ხელნაკეთი შარფები – გთავაზოვთ ინტერვიუს ნინო სხირტლაძესთან, რომელმაც მისი ხატვისადმი სიყვარული მცირე ბიზმესად აქცია. იგი საზოგადოებას საკუთარი ხელით შექმნილ პროდუქტს აცნობს. 

ხელოვანი თავად არის მიწიერი შემოქმედი, იგი თავისი გონების ვიზუალებით ქმნის უნიკალურობას,  ამიტომაცq არის მიმსგავსებული თავად შემოქმედთან.

ქალბატონო ნინო, გვიამბეთ თქვენ შესახებ – რას საქმიანობთ?

— გამარჯობა, მე ვარ ნინო სხირტლაძე. რამდენიმე პროფესია მაქვს: ვარ იურისტი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და ახლახან დავასრულე შეფ-მზარეულის პროფესიული კურსი. ჩემი ხატვის სიყვარული მცირე ბიზნესად ვაქციე და ამჟამად ვაწარმოებ ხელნაკეთ აბრეშუმის შარფებს მერინოსისა და ვისკოზის დეკორით. ვიყენებ არცთუ ისე პოპულარულ ტექნიკას საქართველოში. ჩემი დიზაინი ექსკლუზიურია და ყველაფერი ხელით მზადდება.

ხელნაკეთი შარფები

რამდენი ხანია, ამ საქმეს აკეთებთ?

— 6 წელია, რაც შარფების შექმნა დავიწყე. თავიდან ყველაფერი სამოყვარულო დონეზე იყო, თუმცა მოთხოვნა და დაინტერესება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მცირე ბიზნესად ჩამოყალიბდა. ამ წლების განმავლობაში ნელ-ნელა დავხვეწე ჩემი ტექნიკა და დიზაინი.

ხელნაკეთი შარფები

რას ნიშნავს თქვენთვის ამ საქმის კეთება?

— ძალიან მიყვარს ხატვა და ემოციების ფერებით გადმოცემა. ჩემთვის ეს იყო განტვირთვა და რაღაც ახალი, ორიგინალური, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. როცა ყველაფერი ბიზნესად იქცა, ამას მომხმარებელთა აღფრთოვანებაც დაემატა, რაც ჩემ ემოციებს აორმაგებდა. ახლა, როდესაც ქუჩაში ვინმეს ჩემი შარფი უკეთია, ბავშვივით მიხარია. მაბედნიერებს ის, რომ ჩემი ხელით შექმნილი ნივთი ვიღაცას ალამაზებს და სიამოვნებს. განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც შარფებს საჩუქრად ყიდულობენ. ეს პასუხისმგებლობაცაა, რომ ჩემს მომხმარებელს იმედი არ გავუცრუო და ისეთი შარფი შევთავაზო, რომელიც საჩუქრის ადრესატს გააბედნიერებს. მომწონს, რომ ჩემი შრომის შედეგად ადამიანები გამოხატავენ ზრუნვასა და სიყვარულს.

ხელნაკეთი

რა სახის სირთულეებს აწყდებით ამ საქმეში?

— მასალას ძირითადად იტალიიდან ვამუშავებ. Covid-19-ის პანდემიის პერიოდში ძალიან რთული პერიოდი მქონდა. დოლარის კურსის ცვალებადობა ცუდად მოქმედებს. ვცდილობ, ფასები არ გავზარდო, თუმცა მასალის ფასის ცვალებადობა ძალიან მიჭირს. ამჟამად ონლაინ ვყიდი შარფებს და მაღაზია არ მაქვს. ვცდილობ, სტენდი დავაყენო რომელიმე დიდ სავაჭრო ცენტრში, მაგრამ რიგები და ბიუროკრატია დიდ პრობლემას ქმნის. ასევე, საქართველოს არ აქვს წვდომა ბევრ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე, რის გამოც საზღვარგარეთ გაყიდვები რთულდება. ჩვენ ქვეყნიდან ვერ ვრეგისტრირდები ასეთ საიტებზე. მიუხედავად პრობლემებისა, დანებებას არ ვაპირებ და ვცდილობ, ნელ-ნელა მოვაგვარო ყველა საკითხი.

ხელნაკეთი შარფები

რამ შთაგაგონათ ამ საქმის წამოწყება?

— საკმაოდ სწრაფად მწყინდება ერთფეროვნება. მჭირდება ახალი ემოციები და ორიგინალობა. ვხატავდი, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. შემდეგ დედამ ნახა ინტერნეტში ამ ტექნიკის შესახებ და მითხრა, შარფების შექმნა გვეცადა. ვცადეთ და გამოვიდა. 6-7 თვე დამჭირდა ტექნიკის შესასწავლად და საკუთარი მეთოდის გამოსამუშავებლად. ეს იყო როგორც აზარტი, ისე სიამოვნება. იმ პერიოდში სახლში ვიჯექი და უქმად ჯდომის ნაცვლად გადავწყვიტე, რაიმე ახალი მესწავლა.

 

რა რჩევებს მისცემდით მათ, ვინც ახლა ცდილობს სტარტაპის წამოწყებას? რა უნდა გაითვალისწინონ?

— საქმის დაწყება მარტივი არ არის. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მარცხი გარდაუვალია. რაც მეტ მარცხს განიცდი, მით უფრო იცი, რა უნდა შეცვალო. მთავარია, არ დანებდე. ეს პროცესი უწყვეტია და თითქოს არასდროს მთავრდება, ამიტომ საჭიროა მტკიცე ნერვები, მოტივაცია, უდიდესი შრომა და გზა მხოლოდ მიზნისკენ. როგორც ამბობენ, ცხოვრება იწყება იქ, სადაც შიში მთავრდება. თუ იდეა გაქვთ, აუცილებლად გაბედეთ, მაგრამ არასოდეს დანებდეთ. შეცვალეთ გზები, ოღონდ მიზანი თვალსაწიერიდან არ დაკარგოთ.

ავტორი:ლიზი გრიგოლავა

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

მარტი 20, 2025
„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

21 მარტი 2025
ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

მარტი 21, 2025
როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

მარტი 20, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში – უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!

გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში – უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!

მარტი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

მარტი 20, 2025
რას წერს ფრანგული გამოცემა Vogue მატილდა გვარლიანის შესახებ

რას წერს ფრანგული გამოცემა Vogue მატილდა გვარლიანის შესახებ

მარტი 21, 2025
9 თვის შემდეგ დედამიწაზე: ასტრონავტების დაბრუნება კოსმოსური მისიის შემდეგ

9 თვის შემდეგ დედამიწაზე: ასტრონავტების დაბრუნება კოსმოსური მისიის შემდეგ

19 მარტი 2025
ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება

ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება

მარტი 20, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები