ქართული აქესესუარები თუ თქვენი ინტერესის სფეროა:
გაგაცნობთ “ხელნაკას” შექმნის ისტორიას ✨️
ნათია კაჭკაჭური, პროფესიით ფიზიკა-მათემატიკოსი, ხელსაქმით ბავშვობიდან არის
გატაცებული. მისი ხელნაკეთი ნივთები ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალურობით,
სისადავით და თანამედროვეობით.
იგი ძირითადად მუშაობს ბუნებრივ ქვებზე.
„ხელნაკას“ ისტორია ჯერ მხოლოდ
ერთ წელიწადს ითვლის, ყველაფერი კი ასე დაიწყო:
„პირველი სამკაული დავამზადე მეგობრის შვილისთვის, რომელიც საჩუქრად უნდოდა. სამკაულმა დიდი მოწონება დაიმსახურა მთელ მის სამეგობროში.
ამის შემდეგ კიდევ
მთხოვეს სხვადასხვა აქსესუარის დამზადება და მივხვდი, რომ მათი შექმნის პროცესი
დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მომხმარებლის კმაყოფილება უდიდესი სტიმულის
მომცემია ჩემთვის. ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა საკუთარი ბრენდის დაარსება.
ამას
ხელს უწყობდა მეგობრების დაჟინებული თხოვნაც, რომ ჩემი შემოქმედება გამეხადა
საჯარო.“
სამომავლოდ ნათიას მიზანია, გახსნას საკუთარი შოუ-რუმი, როგორც საქართველოში,
ასევე მის საზღვრებს გარეთ. იგი გეგმავს ისეთი ტექნოლოგიების დანერგვას ამ
სფეროში, რომელიც დღეისათვის საქართველოსთვის უცნობია… ✨️🇬🇪