თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების დაპროექტებისას ძრითადად სამზარეულოსთვის პატარა სივრცე გამოიყოფა, რათა ადგილი დაიზოგო. თუ თქვენც მცირე ზომის სამზარეულო გაქვთ და პატარა სამზარეულოს რემონტი ან უბრალოდ სწორად მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი, ჩვენი ბლოგი ნამდვილად გამოგადგებათ. პატარა სამზარეულოში სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საჭიროებები არ იცვლება, მაგრამ გამოსაყენებელი ფართი მცირეა. ამიტომ, პატარა სამზარეულოს მოწყობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ბლოგში წაიკითხავთ შეცდომების შესახებ, რომლებიც პატარა სამზარეულოს მოწყობისას არ უნდა დაუშვათ.
პატარა ფართის სამზარეულოს მოწყობა ძირითადად უკავშირდება სწორ განლაგებას. ყველაზე დიდი შეცდომა კი არასწორი პროპორციაა. შეიძლება ინტერიერი ძალიანნ კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ვერ ფუნქციონირებდეს სამზარეულო ისე, როგორც საჭიროა. სივრცის ჭკვიანურად დაგეგმვა აუცილებელია კომფორტულად გადაადგილებისთვისაც. რა არის ის ძირითადი შეცდომები, რომლებიც სამზარეულოს მოწყობისას არ უნდა დავუშვათ?
1. ზედაპირებზე ბევრი ნივთის განთავსება
ზედაპირზე ნივთების დალაგება იწვევს უწესრიგობას და სივრცეს კიდევ უფრო ამცირებს. იგივეს იწვევს გარე სათავსოებიც. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია… სამზარეულოს კარადების შიდა სივრცის მოწყობა სწორედ ის საშუალებაა, რომელიც ზედმეტ სათავსოებსა და ზედაპირების გადატვირთვას აგარიდებთ. გამოიყენეთ კარადის კარის შიდა მხარე ქილებისთვის, ბოთლებისა და კონტეინერებისთვის. შიდა სივრცეების სწორად დაყოფით და ორგანაიზერების მოთავსებით დიდ ადგილს დაზოგავთ. ასევე, უმჯობესია კარადებში მოათავსოთ მცირე ზომის ტექნიკაც. რაც უფრო ცოტა ნივთი იქნება გარეთ, უფრო დიდი გამოჩნდება სამზარეულოს სივრცე.
2. სივრცის არაეფექტური გამოყენება
პატარა სამზარეულოს დიზაინში ხშირია ხელმისაწვდომი სივრცის არასათანადო გამოყენება, რაც გადატვირთულობას და უსწერიგობას იწვევს, რთულდება გადაადგილებაც. ამ პრობლემის წინაშე რომ არ დადგეთ, მნიშვნელოვანია სამზარეულოში განლაგება ზედმიწევნით დაგეგმოთ, სწორად შეარჩიოთ ტექნიკა, ოთახის ფერი და განათება.
3. დიდი ზომის ტექნიკა
ლოგიკურია, რომ პატარა სამზარეულოში დიდი ზომის ტექნიკის გამოყენება სასურველი არაა. ტექნიკა მთელ სივრცელს შთანთქავს და დისკომფორტულთან ერთად არაესთეტიკურიც იქნება. როცა მცირე ფართში ტექნიკის გამოყენებას ეხება საქმე, ყოველთვის უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ მაღალ ტექნიკაზე და არა განიერზე. სივრცის დაზოგვის შესანიშნავი გზაა ჩაშენებული ტექნიკა.
4. განათების არასწორად შერჩევა
ყურადღებით იყავით განათების შერჩევისას. გადაჭარბებული განათება პატარა სამზარეულოს ზედმეტად დათვირთულს გამოაჩენს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სამზარეულოს განათებას არ უნდა ჰქონდეს სტილი. უბრალოდ, ბოძებნეთ იისეთი ელეგანტური განათებები, რომლებიც ზედმეტად არ კაშკაშებს. პატარა სამზარეულოს მოწყობისას განლაგება ისე შეარჩიეთ, რომ არ დაიფაროს ბუნებრივი განათება. ბუნებრივ განათებას შეუძლია მცირე ზომის სამზარეულო კომპაქტური გახადოს და კარგად გაანათოს.
5. ფერის არასწორად გამოყენება
დიდი სივრცე ფერთა მიმართებაში ყოველთვის იძლევა ექსპერიმენტების საშუალებას. პატარა ფართის სამზარეულოს მფლობელებისგან ხშირად მოისმენთ ფრაზას „მინდა ჩემი სამზარეულო უფრო დიდი ჩანდეს“, ამის მიღწევა კი ფერის სწორად შერჩევასა და გამოყენებას შეუძლია. ფერთა პალიტრის შეზღუდვიღ და ბევრი მოპირკეთებისგან თავის შეკავებით ნებისმიერ პატარა სამზარეულოში შესაძლებელია სივრცის აღმის ცვლილება. ამის მისაღწევი ერთ-ერთი გზა კედლებისა და ხის ნაკეთობების (მაგ.:ავეჯი) ერთ ფრად შეღებვაა, რაც უწყვეტ ხაზს ქმნის და სივრცე გაცილებით უფრო დიდად აღიქმება.
6. წარმოსახვითი სამკუთხედის დაიგნორება
„წარმოსახვითი სამკუთხედი“ არის სამზარეულოს დაგეგმვის პრინციპი, რომლის მიხედვითაც სამი ელემენტი გაზქურა, ნიჟარა და მაცივარი ისე უნდა განათავსოთ, რომ მათ შორის გავლები წარმოსახხვითი ხაზები სამკუთხედს ქმნიდეს. რაც უფრო პატარაა სამზარეულოს ფართი, მით უფრო საჭიროა ამ მეთოდის გამოყენება. „წარმოსახვითი სამკუთხედის“ გამოყენებით პატარა სამზარეულო ეფექტურად მოეწყობა, სამზარეულოში საქმნიანობა კი მარტივი იქნება. ამ მეთოდს ძალიან ბევრი დიზაინერი იყენებს და რადგან პატარა ფართის სამზარეულოები ძალიან გახშირდა, ეს მეთოდიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება.