ოთხშაბათი, ნოემბერი 13, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიმხატვრობა/ხელოვნება/თეატრიქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი

ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი

ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი

ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი არის ღვიძ­ლის ან­თე­ბა, რო­მე­ლიც, სულ მცი­რე, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა.
ხში­რი მი­ზე­ზე­ბია B- და ჩ-ჰე­პა­ტი­ტის ვი­რუ­სე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი;
ბევრ ადა­მი­ანს სიმ­პტო­მე­ბი სა­ერ­თოდ არ აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი, სა­ნამ ღვიძ­ლის მძი­მე და­ნა­წი­ბუ­რე­ბა არ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა;
ქრო­ნი­კულ­მა ჰე­პა­ტიტ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ცი­რო­ზი ელენ­თის გა­დი­დე­ბით, სითხ­ის მუც­ლის ღრუ­ში დაგ­რო­ვე­ბით და თა­ვის ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვით;
დი­აგ­ნო­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად ტარ­დე­ბა ბი­ოფ­სი­ა;
გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ან­ტი­ვი­რუ­სუ­ლი წამ­ლე­ბი და კორ­­ტიკო­ს­­ტე­რო­ი­დე­ბი; და­ა­ვა­დე­ბის შორს წა­სუ­­ლი ფორ­მის დროს შე­საძ­ლოა ღვიძ­ლის გა­და­­ნერ­გვა გახ­დეს სა­ჭი­რო.
ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი, რო­მე­ლიც მწვა­ვეს­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ა, შე­იძ­ლე­ბა გრძელ­დე­ბო­დეს წლე­ბის, ზოგ­ჯერ ათ­წლე­უ­ლე­ბის, გან­მავ­ლო­ბა­ში. ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში ის ძალ­ზე მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს და არ იწ­ვევს ღვიძ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ზი­ა­ნე­ბას. თუმ­ცა, სხვა ადა­მი­ა­ნებ­ში, გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ან­თე­ბა ნელ-ნე­ლა აზი­ა­ნებს ღვიძლს და სა­ბო­ლო­ოდ ცი­როზს (ღვიძ­ლის მძი­მე და­ნა­წი­ბუ­რე­ბას), ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა­სა და ზოგ­ჯერ ღვიძ­ლის კი­ბოს იწ­ვევს.
მი­ზე­ზე­ბი
ქრო­ნი­კულ ჰე­პა­ტიტს, ჩვე­უ­ლებ­რივ, ჰე­პა­ტი­ტის ვი­რუ­სე­ბი­დან ერ­თ-ერ­თი იწ­ვევს (იხ. ცხრი­ლი „ჰე­პა­ტი­ტის ვი­რუ­სე­ბი“). ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტის შემ­თხვე­ვა­თა 60-70% ჩ-ჰე­პა­ტი­ტის ვი­რუ­სით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და მწვა­ვე ჩ ჰე­პა­ტი­ტის შემ­თხვე­ვე­ბის 75% ქრო­ნი­კულ ფორ­მა­ში გა­და­დის. B-ჰე­პა­ტი­ტის შემ­თხვე­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 5-7%, ზოგ­ჯერ D-ჰე­პა­ტი­ტის თან­დარ­თვით, ქრო­ნი­კუ­ლი ხდე­ბა. A და E-ჰე­პა­ტი­ტის ვი­რუ­სე­ბი არ იწ­ვე­ვენ ქრო­ნი­კულ ჰე­პა­ტიტს.
ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ­მა წამ­ლებ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც მათ ხან­გრძლი­ვად იყე­ნე­ბენ. ასეთ წამ­ლებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა იზო­ნი­ა­ზი­დი, მე­თილ­დო­ფა, ნიტ­რო­ფუ­რან­ტი­ო­ნი და, იშ­ვი­ა­თად, აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნი. ვილ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბამ (იშ­ვი­ა­თი მემ­კვიდ­რუ­­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც ღვიძ­ლში სპი­­ლენ­ძი გროვ­დე­ბა), შე­საძ­ლოა აგ­რეთ­ვე გა­მო­იწ­­ვი­ოს ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი ბავ­შვებ­სა და მოზ­რდი­ლებ­ში. სხვა მი­ზე­ზებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ალ­კო­ჰო­ლუ­რი ჰე­პა­ტი­ტი, ღვიძ­ლის გაცხ­ი­მოვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბით (ა­რა­ალ­კო­ჰო­ლუ­რი სტე­ა­ტო­ჰე­პა­ტი­ტი – ღვიძ­ლის არა­ალ­კო­ჰო­ლუ­რი ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა) და ალ­ფა-­1-ან­ტიტ­რიფ­სი­ნის დე­ფი­ცი­ტი (მემ­კვიდ­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა).
უც­ნო­ბი­ა, თუ რა­ტომ იწ­ვევს გარ­კვე­უ­ლი ვი­რუ­სი ან წა­მა­ლი ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში ქრო­ნი­კულ ჰე­პა­ტიტს, ხო­ლო სხვებ­ში – არა და რა­ტომ არის და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მე ასე­თი ვა­რი­ა­ბე­ლუ­რი. ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტის მქო­ნე ბევრ ადა­მი­ანს ვერ უდ­გე­ნენ ჰე­პა­ტი­ტის გა­მომ­წვევ აშ­კა­რა მი­ზეზს. ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ზო­გი­ერ­თში ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბა ემ­სგავ­სე­ბა ორ­გა­ნიზ­მის მი­ერ სა­კუ­თა­რი ქსო­ვი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ან­თე­ბას (ა­უ­ტო­ი­მუ­ნუ­რი რე­აქ­ცი­ა), მაგ­რამ ეს კავ­ში­რი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არა­ა. ამ ტი­პის ან­თე­ბას ეწო­დე­ბა აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი ჰე­პა­ტი­ტი და ის უფ­რო ხში­რია ქა­ლებ­ში, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებ­ში.
სიმ­პტო­მე­ბი
და­ა­ვა­დე­ბულ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 2/3-ს ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი თან­და­თა­ნო­ბით და უსიმ­პტო­მოდ უვი­თარ­დე­ბა, სა­ნამ არ გა­მოვ­ლინ­დე­ბა ცი­რო­ზი. და­ნარ­ჩენ 1/3-ს ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი უყა­ლიბ­დე­ბა მწვა­ვე ვი­რუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტის შე­ტე­ვის შემ­დეგ, რო­მე­ლიც გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლია ან მე­ორ­დე­ბა (ხში­რად რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ).
სიმ­პტო­მე­ბი ხში­რად მო­ი­ცავს ავად­მყო­ფო­ბის გა­ურ­­კვე­ველ შეგ­რძნე­ბას (დის­კომ­ფორ­ტი), უმა­დო­ბას და და­ღ­­ლი­ლო­ბას. და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს ზოგ­ჯერ აქვთ სუბ­ფებ­რი­­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ერ­თგვა­რი დის­კომ­ფორ­ტი მუც­ლის ზე­და ნა­წილ­ში. სიყ­ვით­ლე იშ­ვი­ა­თი­ა. ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­­დე­ბი­სა და ცი­რო­ზის გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა თან­და­თა­ნო­ბით გან­ვი­თარ­დეს. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­დიდ­დეს ელენ­თა, კან­ზე გაჩ­ნდეს ობო­ბას­მაგ­ვა­რი სის­ხლძარ­ღვე­ბი, გა­წით­ლდეს ხე­ლის­გუ­ლე­ბი და დაგ­როვ­დეს სითხე მუც­ლის ღრუ­ში (ას­ცი­ტი). ღვიძ­ლის დის­ფუნ­ქცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა (ღვიძ­ლის­მი­ე­რი ენ­ცე­ფა­ლო­პა­თი­ა), კერ­ძოდ, პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თაც აქვთ ჩ-ჰე­პა­ტი­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცი­რო­ზი.
აუ­ტო­ი­მუ­ნურ­მა ჰე­პა­ტიტ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა სიმ­პტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მას­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზრ­და ქა­ლებ­ში. ამ სიმ­პტო­მებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა აკ­ნე, მენ­სტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის შეწყ­ვე­ტა, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, ფილ­ტვე­ბის და­ნა­წი­ბუ­რე­ბა, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლი­სა და თირ­კმლის ან­თე­ბა და ანე­მი­ა.
ბევრ ადა­მი­ან­ში ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ პროგ­რე­სი­რებს. სხვებ­ში მი­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა თან­და­თა­ნო­ბით უა­რეს­დე­ბა. გა­მო­სა­ვა­ლი ნა­წი­ლობ­რივ გა­მომ­წვევ მი­ზეზ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი:
ქრო­ნი­კულ ჩ-ჰე­პა­ტიტს მივ­ყა­ვართ ცი­რო­ზა­მ­­დე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­­თა­რ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბულ­თა 15-25%-ში. იზ­რ­დე­­ბა ღვიძ­ლის კი­ბოს გა­ჩე­ნის რის­კი, მაგ­რამ მხო­ლოდ ცი­რო­ზის არ­სე­ბო­ბი­სას.

ციროზი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მიშელშთადი: ფრანკფურტთან მდებარე ულამაზესი ქალაქი

მიშელშთადი: ფრანკფურტთან მდებარე ულამაზესი ქალაქი

13 November, 2024
არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა

ნოემბერი 13, 2024
ტრაგედია საქორწინო ცერემონიის დროს – რა მოხდა მარნეულში

ტრაგედია საქორწინო ცერემონიის დროს – რა მოხდა მარნეულში

13 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ეკლექტური დიზაინი სივრცეში — 3 ძირითადი პრინციპი

როგორ შევქმნათ ეკლექტური დიზაინი სივრცეში — 3 ძირითადი პრინციპი

ნოემბერი 12, 2024
წაიკითხეთ ინფორმაცია – რატომ არის სასარგებლო ფეიხოა და რა ასაკიდან მივცეთ ბავშვს

წაიკითხეთ ინფორმაცია – რატომ არის სასარგებლო ფეიხოა და რა ასაკიდან მივცეთ ბავშვს

ნოემბერი 12, 2024
ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

8 ნოემბერი 2024
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-დე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-დე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა

ნოემბერი 13, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სურსათის ფასები გლობალურად გაიზარდა

სურსათის ფასები გლობალურად გაიზარდა

ნოემბერი 11, 2024
ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ნოემბერი 9, 2024
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლოთ საზღვარგარეთ

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლოთ საზღვარგარეთ

12 ნოემბერი 2024
თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების ფასი 1%-ით, ძველი ბინების კი 14%-ით გაიზარდა

თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების ფასი 1%-ით, ძველი ბინების კი 14%-ით გაიზარდა

ნოემბერი 13, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები