შაბათი, მარტი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიქართული საპნის მწარმოებელი კომპანია სახის კრემის გამოშვებას იწყებს

ქართული საპნის მწარმოებელი კომპანია სახის კრემის გამოშვებას იწყებს

ბაზარზე ვირის რძით დამზადებული ქართული სახის კრემი გამოჩნდება

ქართული საპნების მწარმოებელი კომპანია ბაზარზე  განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ვირის რძით დამზადებული საპნებით იპყრობს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი მაია დევნოზაშვილი ამბობს, პროდუქცია ბებიის რეცეპტით მზადდება, რომელსაც სხვადასხვა სახის მცენარეებზე დამზადებული სამკურნალო მალამო ემატება.

გარდა სახის კრემისა, კომპანიამ თმის ბალზამი და საცხიც დაამზადა, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმშია და გაყიდვაში რამდენიმე თვეში ჩაეშვება. ცნობისთვის, საოჯახო ტიპის საწარმო ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭში მდებარეობს. თავდაპირველად პროდუქცია მხოლოდ ოჯახისთვის, სახლის პირობებში მზადდებოდა, თუმცა 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც კომპანიამ 5000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა, უკვე მცირე ბიზნესად იქცა. კომპანიის მიერ წარმოებული მყარი საპნები ყოველდღიური ჰიგიენური მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.

მისი დამზადებისთვის კი მაია დევნოზაშვილი გვირილას, კურკუმას, თავშავას, პიტნას, ცაცხვს, ჭინჭარს და სხვა მრავალ მცენარეს იყენებს. რაც შეეხება ნედლეულს, მცენარეები, ასევე, ვირის რძე ადგილობრივია, ზეთები კი იმპორტირებული.

,,ახალი პროდუქტები შევქმენით, ეს არის სახის საცხი, ასევე, თმის ბალზამი და კრემი. შევისწავლე და პირადად გამოვცადე ის სამკურნალო მცენარეები, რომელიც კარგია თმისთვის, თავის კანისთვის, ასევე ზეთები, რომელიც საუკეთესოა თმის სტრუქტურისთვის. რაც შეეხება სახის კრემს, გამოვიყენე ის ნედლეული, რომელიც კანისთვის საუკეთესოა, ასევე, ჩვენი მთავარი დამახასიათებელი ნედლეული, ეს არის ვირის რძე. ზოგადად, რძის გამოყენება ცოტა რთულია ისე, რომ თავისი სტრუქტურა შეუნარჩუნდეს და თან ბუნებრივ ნედლეულთან ერთად მომზადდეს, მაგრამ ძალიან კარგი გამოვიდა. ჯერჯერობით ისევ დატესტვის რეჟიმში გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე თვეში უკვე გაყიდვაში ჩავუშვებთ“,- ამბობს მაია დევნოზაშვილი.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

22 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

21 მარტი 2025
შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

მარტი 22, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

მარტი 22, 2025
ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

მარტი 22, 2025
ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

22 მარტი 2025
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

მარტი 22, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები