ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგისაქართველოში ლუდის ექსპორტი შემცირდა, იმპორტი გაიზარდა

საქართველოში ლუდის ექსპორტი შემცირდა, იმპორტი გაიზარდა

ლუდის ადგილობრივი მოხმარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება და 2024 წელს ახალ მაქსიმუმს მიაღწია.

TBC Capital-ის სექტორული კვლევის მიხედვით, გასულ წელს ქართული ლუდის ექსპორტის მოცულობა 15%-ით შემცირდა და 5.9 ათასი ტონა შეადგინა. მანამდე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის ექსპორტში ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა: 2020 – 5.5 ათასი ტონა, 2021 – 3.1 ათასი ტონა, 2022 – 5.1 ათასი ტონა, 2023 – 6.9 ათასი ტონა, 2024 – 5.9 ათასი ტონა.

ქართული ლუდის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ყაზახეთი – 31%, სომხეთი – 18%, რუსეთი – 8%, აზერბაიჯანი – 5%, ისრაელი – 5%.

გასულ წელს 1 ლიტრი ქართული ლუდის საექსპორტო ფასი უცვლელად დარჩა და $1.11 შეადგინა. 2024 წელს საქართველოში იმპორტირებული ლუდის მოცულობამ 15.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 32%-იანი ზრდაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის იმპორტი შეუქცევადად იზრდება და წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2020 – 6.6 ათასი ტონა, 2021 – 7.1 ათასი ტონა, 2022 – 10.7 ათასი ტონა, 2023 – 11.7 ათასი ტონა, 2024 – 15.5 ათასი ტონა. 2024 წელს საქართველოში ლუდის იმპორტი ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:  გერმანია – 31%, რუსეთი – 17%, თურქეთი – 15%, ჩეხეთი – 7%, უკრაინა – 6%.

რაც შეეხება ფასს, იმპორტირებული ლუდის საშუალო ფასი წლიურად 7%-ით $1.20-მდე, შემცირდა.

წყარო

READ  შეხვედრაზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების...
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები