დღეს სტამბოლის ღვთისმშობლის სახელობის (სასწაულმოქმედი) ეკლესიის შესახებ გიამბობთ, რომელიც ნამდვილად განსაკუთრებული და გამორჩეულია.
სასწაულმოქმედი ტაძარი სტამბოლში, რომელსაც ხშირად გასაღების, სურვილების, ან პირველი დღის ტაძარს უწოდებენ, სინამდვილეში ღვთისმშობლის სახელობისაა, რომელიც ცხოველმყოფელ წყაროზე აიგო.
ტაძარი სასწაულმოქმედებასთან ერთად, შესანიშნავი ინტერიერით გამოირჩევა. ეს ტაძარი ნამდვილად ულამაზესია, რომელიც ყველა ვიზიტორს აოცებს.
მორწმუნეების აზრით, თუ კი ამ ტაძარში შეიძენენ გასაღებებს და მას მოარგებენ ბოქლომებს ხატზე, ყველა ჩაფიქრებული სურვილი და ნატვრა ამ რიტუალის შესრულების შემდეგ აუხდებათ… სპეციალურად, ამ რიტუალის შესასრულებლად, მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიან მომლოცველები, რომ შეიძინონ ეს გასაღებები, ჩაუთქვან სურვილები და შემდეგ დაელოდონ მის ასრულებას. ვისაც ნატვრა უსრულდება, ის ბრუნდება სტამბოლში და ტოვებს ამ გასაღებებს, ამიტომაც, როგორც ამბობენ, იმდენად ხშირია გასაღებების დაბრუნება, რომ მოძღვრები ოსტატებს მცირე რაიდენობით გასაღებებს უკვეთავენ.
ხელოვნებათმცოდნე თინათინ გამცემლიძე ტაძრის ისტორიას ჰყვება –
„მე-18 საუკუნეში, ამ ადგილზე ცხოვრობდა ბერძენი ვაჭარი, რომლის ოჯახშიც გამოცხადება მოხდა. ვაჭრის პატარა ქალიშვილს ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, რომ მათი ბაღის ტერიტორიაზე იყო ცხოველმყოფელი წყარო. მას სთხოვა, ეპოვათ ეს ადგილი და მის სახელზე ეკლესია აეშენებინათ, სადაც ხალხი მივიდოდა და კურნებას მიიღებდა, ალბათ, სურვილებიც აუსრულდებოდათ. მორწმუნე ოჯახი იყო და ეს გამოცხადება ღვთის ნიშნად მიიღო.
დღევანდელი ტაძარი პირველი სახით არ არის შემორჩენილი, მოგვიანებითაა გადაკეთებული, მაგრამ ეზოში ძველი ტაძრიდან შემორჩენილი პატარ-პატარა ქვებია. ეს პაწაწუნა ეკლესია მთელი მსოფლიოდან ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს.
მოკლედ, სცადეთ თქვენც, სტამბოლი ხომ აქვეა…
წყაროhttps://search.yahoo.com/search;
მასალის გამოყენების პირობები