ქართული აქსესუარი „დიორისა“ და „შანელის“ გვერდით – რა ღირს ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები
როგორც ბრენდ Wine Diamond-ის დამფუძნებელმა, თამარ აბულაძემ ისაუბრა, ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც ღვინო ჩაიდო სამკაულში.
ღვინის კრისტალები არის ღვინის მჟავის კალიუმის მარილები, რომლებიც ბუნებრივად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ტემპერატურა -4 გრადუსამდე ეცემა. სიცივის დროს მინერალები გამოიყოფა და იმ ჭურჭლის კედლებზე მაგრდება, სადაც ასხია ღვინო. რა ფერის სასმელიც არის, იმ ფერის გამოდის კრისტალიც.
2021 წელს, როდესაც Wine Diamond-ი ჩამოყალიბდა, იმდენად მოთხოვნა არ იყო. თავიდან ყიდულობდნენ მეგობრები, შემდეგ მეგობრების მეგობრები და ამჟამად ის ცნობილია, როგორც დამოუკიდებელი ბრენდი.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე პირველი შოურუმიც გახსნეს და ეს ასევე გახდა პირველი მაღაზია მსოფლიო მასშტაბით, სადაც ღვინისგან შექმნილი სამკაული იყიდება.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად სამკაულს, თამარ აბულაძის თქმით, ზოგადად მოთხოვნაშია ქართული თემატიკა, თუმცა ამ ეტაპზე ვენეციის კინოფესტივალზე, ია სუხიტაშვილის მიერ წარმოდგენილი „პეპელა“ ლიდერობს.
აღსანიშნავია, რომ ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ფართო მასების წინაშე წარდგა მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელსაც ჩვენი სამკაული ამშვენებდა. მსოფლიო დონის ფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე ჩვენი სამკაული ისეთ ცნობილ ბრენდებთან ერთად გამოჩნდა, როგორიცაა „შანელი“, „დიორი“, „Tiffany & co”, „ბალენსიაგა“, „ლუი ვიტონი“ და ა.შ. ამ ფაქტმა ჩვენზე ძალიან დიდი გავლენა იქონია და ის მოდელი, რომელიც იას ეკეთა, ამ მომენტისთვის ყველაზე მოთხოვნადია“, – აღნიშნა მან.
სამკაული ფასები 180 ლარიდან იწყება და 490 ლარამდე მერყეობს.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები