ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგისად და რა ფასად შეძლებთ ზაფხულში დასვენებას – სასტუმროს ფასები მთის კურორტებიდან

სად და რა ფასად შეძლებთ ზაფხულში დასვენებას – სასტუმროს ფასები მთის კურორტებიდან

საქართველოში გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გადავწყვიტოთ – ზღვის სანაპიროზე გვირჩევნია ჩვენი შვებულებისა და არდადეგების გატარება თუ მთაში, რადგან კურორტები ორივეში მრავლად გვაქვს. საქართველო საოცარი ლანდშაპტით გამოირჩევა, რომელიც მთას, ზღვას, ტყეებსა და საკურორტო ზონებს მოიცავს. მთის რეკრეაციული ზონებიდან ისეთი ადგილები სარგებლობს პოპულარობით, სადაც შეძლებგაექცეთ ზაფხულის სიცხეს და ასევე ისიამოვნთ დასვენებით. მოდი, ვნახოთ, რა დაგიჯდებათ დასვენება საქართველოს ცნობილ კურორტებზე.

არაჩვეულებრივი ხედეით ტკბობა, უგემრიელესი კერძების დაგემოვნება და სასიამოვნო დასვენება შეგიძლიათსვანეთში. მესტიასა და მესტიასთან ახლოს მდებარე სოფლებში საოჯახო ტიპის და სტანდარტულ სასტუმროებთან ერთად ასევე განლაგებულია პატარა ქოხები, სადაც ტურისტსა და დამსვენებელს შეუძლია დარჩენა. ფასები იმის მიხედვით მერყეობს, თუ სად დარჩებით. თუმცა სვანეთში ყველგან ულამაზესი ხედებია გადაშლილი, ამიტომ სადაც არ უნდა დარჩეთ, პანორამა თქვენ თვალწინ უთუოდ გადაიშლება. სასტუმროში განავსება კომფორტულია, თუმცა საოჯახო სასტუმროზე ძვირია. მესტიის სასტუმროებში 5 ღამის გატარება 800-იდან 900 ლარამდე შეგიძლიათ, საოჯახო სასტუმროებში კი 250-იდან 400-ამდე. რაც შეეხება ქოხებს, ქოხებში დასვენება ერთი ღამე 25-30 ლარი ღირს, რომელშიც არ შედის კვება. ამიტომ თავად მოგიწევთ უზრუნველყოთ საკუთარი კვება, რაც კიდე უფრო მეტ თანხს დამატებს მოითხოვს.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მხარეა რაჭა, სადაც ყველაზე მოთხოვნადიკოტეჯებია. დამსვენებელს რაჭაში მრავალფეროვანი სანახაობა ელოდება, შაორის ზურმუხტოვანი ტბა, სამონასტრო კომპლექსები, სიმწვანეში ჩაფლული კურორტები და ა.შ. კოტეჯების საშუალო ღირებულება ერთი ღამის შემთხვევაში 150 ლარია, სადაც დამსვენებლისათვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი. ასევე,რაჭაში ქირავდება აგარაკები, საოჯახო სასტუმროები, რომელთა ფასები დღიური ან თვის მანძილზე ქირაობით განსხვავდება. ერთ პერსონაზე ერთი ღამე საშუალოდ 50-100 ლარია.

ვისაც მთა უყვარს, ყაზბეგი შესანიშნავი ვარიანტია. იგი პოპულარული კურორტების სიაშია. ყაზბეგში დასვენებას შეძლებთ როგორც სასტუმროებში, ასევესაოჯახო სასტუმროებში.  ყაზბეგის სასტუმროებში 5 დღის განმავლობაში შეძლებთ 800-იდან 1000ლარამდე დაისვენოთ. ფასები განპირობებულია რამდენოთახიანი ბინა გინდათ, ავნით თუ აივნის გარეშე და ა.შ. ხოლო საოჯახო სასტუმროებში შეძლებთ 300-იდან 500 ლარამდე დასვენებას.

 

შედარებით ახლოს არის კურორტები: საირმე, ბორჯომი, ბაკურიანი. ამ ადგილებზე ძირითადად მცირე ასაკის ბავშვიანი ოჯახები გამოირჩევიან. ამ კურორტებზე ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული, ასევე საოჯახო სასტუმროებიც. ბორჯომი საამკურნალო ზონაა.ყველაზე მთავარი მინერალური წყლებია, რომელიც მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ელემენტებით. ძირითადად ამ კურორტებზე სასტუმროებში დასვენებას ერთ ღამით 100-ლარიდან შეძლებთ, ხოლო საოჯახო სასტუმროებში 50-60 ლარად.

ვინც თბილისთან ახლოს გეგმავს დასვენებას, კოჯორს, საბადურის ტყის მიმდებარე კოტეჯებსა და ბაზალეთის ტბისშემოგარენში გირჩევდით დასვენებას. ასევე, დროის გატარება შესანიშნავად შეგიძლიათ საგურამოშიც.

მოდი, გავიგოთ, რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა მთაში დასვენებაზე, რომელს ანიჭებენ უპირატესობას – მთას თუ ზღვას?

მართა, 23 წლის

რომელ კურორტებზე დასვენებას ანიჭებუპირატესობას, მთას თუ ზღვას?

-უკვე სამი ზაფხულია , მე და ჩემი მეგობრები ზღვაზე დავდივართ. თუმცა წელს გადავწყვიტეთ, რომ ბაკურიანი არა მარტო ზამთარში, არამედ ზაფხულშიც მოგვენახულებინა, ამიტომ ბაკურიანში გადავწყვიტეთ დასვენება.

ლაშა, 35 წლის

-სიმართლე გითხრათ, ზღვა მიყვარს და მთაც, ასერომ, გამორჩევა არ შემიძლია,ორივე საუკეთესოა დასვენებისთვის. მთაში ჰაერის გამოცვლა ნამდვილად კარგია ყველასთვის.

ნათია, 38 წლის

-მთაში დასვენება ბავშვბიდან მიყვარს. ზაფხულობით მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებოდით და რაჭაში ვისვენებდით. წელს არ ვიცი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს,წელსაც შევძლებ წასვლას და სასიამობნოდ გავატარებ ამ ზაფხულს.

ვერა, 27 წლის

-საქართველო  მართლაც გამოირჩევაკურორტებით. ჩვენი ქვეყანა შესაძლებლობას გაძლევს დაისვენო შესანიშნავ კურორტებზე როგორც ზღვაზე, ასევემთაში. მე წელს ზღვაზე ვაპირებ დასვენებას, მაგრამ მთაშიც არაერთხელ ვყოფილვარ, არ შემიძლია არ გამოვყო სვანეთი, რომლის თითოეული კუთხეც ულამაზესია და შესანიშნავი ბუნებაა.

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
უნიკალური მულტიკულტურული გასართობი მიმართულება დუბაიში: ტოპ ღირსშესანიშნაობა ემირატებში

უნიკალური მულტიკულტურული გასართობი მიმართულება დუბაიში: ტოპ ღირსშესანიშნაობა ემირატებში

23 January, 2025
თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

იანვარი 23, 2025
ირლანდიაში შტორმ „ეოინის“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

ირლანდიაში შტორმ „ეოინის“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

23 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

იანვარი 23, 2025
7 მოწყობილობა, რომლებიც არასდროს უნდა ჩართოთ გადამყვანზე

7 მოწყობილობა, რომლებიც არასდროს უნდა ჩართოთ გადამყვანზე

23 იანვარი 2025
თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

იანვარი 23, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მანდარინის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

მანდარინის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

იანვარი 22, 2025
2025 წლის ზამთრის თმის ფერის ტრენდი

2025 წლის ზამთრის თმის ფერის ტრენდი

იანვარი 23, 2025
როგორ შევისწავლოთ უცხო ენები: 5 ეფექტური სტრატეგია

როგორ შევისწავლოთ უცხო ენები: 5 ეფექტური სტრატეგია

23 იანვარი 2025
თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება

თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება

იანვარი 22, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები