ჯანსაღ ინტერიერის დიზაინს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, გათბობა, ვენტილაცია, განათება და აკუსტიკა. შიდა ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი არის მავნე ქიმიკატებით დამუშავებული ავეჯი ან ტექნიკა, რომელიც ჰაერში სახიფათო ტოქსინებს გამოყოფს.
მცენარეები შესანიშნავი წყაროა ჰაერის სისუფთავის შესანარჩუნებლად, რადგან მოქმედებენ, როგორც ჰაერის ბუნებრივი ფილტრები. ხალიჩები ასევე შესანიშნავი ხმის იზოლატორებია, რომელიც ხელს უწყობს ხმაურის შემცირებას ხმის ვიბრაციების შთანთქმით, რაც შესანიშნავია შენობის მაცხოვრებლების კეთილდღეობისთვის.
შენობები დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე. იმისთვის, რომ შევამციროთ ენერგიის მოხმარება, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
- ვინაიდან შენობის სითბოს უმეტესი ნაწილი გადის ფანჯრებიდან, ეს უკანასკნელი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და უზრუნველყოს კარგი თბოიზოლაცია.
- ხალიჩები შესანიშნავი თბოიზოლატორებია და შეუძლიათ შეინარჩუნონ ოთახის სითბოს 10%.
- სწორი ფერების შერჩევაც დაგეხმარებათ ენერგიის დაზოგვაში, მაგალითად, ღია ფერები ირეკლავს მეტ სინათლეს, ხოლო მუქი კედლებისა და ავეჯის მქონე ოთახებს მეტი ხელოვნური განათება სჭირდება.
- სტატია სრულად იხილეთ აქ.
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫
მასალის გამოყენების პირობები