პარასკევი, მაისი 23, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიროგორ გამოვნახოთ სათავსო ინტერიერში - რჩევები არეულობის თავიდან ასარიდებლად

როგორ გამოვნახოთ სათავსო ინტერიერში – რჩევები არეულობის თავიდან ასარიდებლად

ადამიანებს უამრავი ნივთი გვაქვს, რომელთაც ხშირად ადგილს ვერ ვუძებნით. პატარა ბინაში კი განსაკუთრებით რთულია მოვძებნოთ სათავსო და დავრჩეთ ორგანიზებული.

გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ უნდა გამოვნახოთ სათავსოები ინტერიერში და დავრჩეთ მოწესრიგებული:

  • დამალეთ არეულობა კალათებში

ნაქსოვი კალათები თქვენი საუკეთესო მეგობარია, როდესაც საქმე ეხება სწრაფ, იაფ და მოქნილ სათავსოს. მათ შემოაქვთ ტექსტურული ელემენტი და შესანიშნავი საშუალებაა ცარიელი კუთხის ან სივრცის შესავსებად. ესთეტიკურ სილამაზესთან ერთად მათ ფუნქციური დატვირთვაც აქვთ. გამოიყენეთ ისინი არეულობის სწრაფად მოსაშორებლად, ან ყოველდღიური ნივთების შესანახად, როგორიცაა ფეხსაცმელი ან სეზონური აქსესუარები.

  • გამოიყენეთ სათავსო პუფები

იმისთვის, რომ ხანგრძლივად შევინარჩუნოთ მოწესრიგებული სივრცე, უმჯობესია გამოვიყენოთ მრავალმხრივი ავეჯი, რომელიც სხვადასხვა მიზანს ემსახურება. სათავსო პუფს აქვს დამალული ადგილი ისეთი ნივთების შესანახად, როგორიცაა პლედები, წიგნები ან ბალიშები, მაგრამ ის ასევე მუშაობს, როგორც ყავის მაგიდა ან ჩამოსაჯდომი ადგილი. 

  • გამოიყენეთ საორგანიზაციო კონტეინერები

დიდი შანსია, რომ ნახევრად ცარიელი ყუთები იკავებს ძვირფას ადგილს თქვენს სამზარეულოს კარადებში. დაცარიელეთ ყუთები, როგორიცაა ჩაის პაკეტები, და მოაწყეთ ისინი გამჭვირვალე კონტეინერებში, რაც გაადვილებს შიგნით არსებულის დანახვას და უზრუნველყოფს კომპაქტურ შენახვას.

სტატია სრულად იხილეთ აქ. 

ავტორი: თაკო არდოტელი, ინტერიერის დიზაინერი და ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებული.
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫
READ  მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე.
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები