ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedროგორ ავირიდოთ თავიდან ძვალ-სახსროვანი დარღვევები ინტერიერში - ერგონომიკული რჩევა თქვენი ჯანმრთელობისთვის

როგორ ავირიდოთ თავიდან ძვალ-სახსროვანი დარღვევები ინტერიერში – ერგონომიკული რჩევა თქვენი ჯანმრთელობისთვის

რა არის ძვალ-სახსროვანი სისტემის დარღვევები?

ძვალ-სახსროვანი სისტემა უზრუნველყოფს მყესების, კუნთების, სახსრების და მგრძნობიარე ნერვების კოორდინირებულ მუშაობას. 

დროებითი შრომისუუნარობის მიზეზი შეიძლება იყოს კუნთის დაზიანება, მყესების დაჭიმვა, სახსრების ანთება, ნერვის დაზიანება, ხერხემლის დისკის დეგენერაციული ცვლილებები და ა. შ. ადვილად დაღლა და დისკომფორტი ვითარდება მაშინ, როცა დატვირთვა და/ან ერთი და იგივე მოძრაობა ხორციელდება მრავალჯერ დროის დიდი მონაკვეთის განმავლობაში. 

ხშირია: 

  • ხელის და მაჯის ძვალ-კუნთოვანი დარღვევები; 
  • წინამხრის და მხრის ძვალ-კუნთოვანი დარღვევები;
  • მყესების დაჭიმულობა და ანთებები ან ქსოვილის ანთებები, რომლებიც კუნთს აერთებენ ძვალთან; 
  • ხერხემლის დისკის თიაქარი, წელის რადიკულიტი, კისრის დაჭიმულობის სინდრომი, ხერხემლის დისკის პროტრუზია; 
  • ხერხემლის და კისრის მიდამოს ძვალ-კუნთოვანი დარღვევები

საერთო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ამ მიდამოში არსებულ დარღვევებს, არის: ტკივილი, სპაზმი, სიცივის შეგრძნება. იშვიათად აღინიშნება: მოძრაობის დიაპაზონის შემცირება, დეფორმაცია, კიდურის ძალის შემცირება, კუნთოვანი ფუნქციის დაკარგვა და ა. შ. აღსანიშავია, რომ ნებისმიერი ეს სიმპტომი შეიძლება უფრო გაძლიერდეს ან პირველად შენიშნოთ ღამით.

რა იწვევს ძვალ-სახსროვან დარღვევებს?

ოფისში, სადაც შესაბამისი ერგონომიკული პირობები არ არის დაცული, ხშირია ძვალ-სახსროვანი დარღვევები. მოუხერხებელი პოზიცია სამუშაოს შესრულებისას, რომელიც იწვევს ხელის, მხრის და ხერხემლის დამატებით დატვირთვას, სხეულს აყენებს არაბუნებრივ პოზაში.

კომპიუტერთან მუშაობისთვის მოუხერხებელი პოზიციები: 

  • მოხრილი მტევანი 
  • სხეულიდან განზე გაწეული იდაყვები; 
  • ზედმეტად გაჭიმული ხელის კიდურები; 
  • წინ წამოწეული მხრები.

ეს პოზიციები პოტენციურად დამატებით ხელშემწყობი პირობაა ძვალ-სახსროვანი დარღვევების განვითარებისთვის, რის გამოც დღის განმავლობაში იზრდება დასაქმებულის დაღლილობა და შედეგედ მცირდება წარმოების ხარისხი. 

ძალისმიერი ტრავმები, როგორც წესი, დაკავშირებულია საწარმოებში მუშაობასთან. მაგრამ ასეთი სახის ტრავმები შესაძლებელია მოხდეს ოფისებშიც: საოფისე აღჭურვილობის გადაადგილებისას; კლავიშზე უხეში დაჭერით, ვიდრე ეს საჭიროა; კუნთზე უხეშად ზეწოლით და ა. შ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია, ხელების და ფალანგების ზედმეტმა დატვირთვამ თავდაპირველად გამოიწვიოს დაღლილობა, მაგრამ თუ ეს გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სახის ძვალ-კუნთოვანი დარღვევები. 

რაც უფრო ხანგრძლივად იმეორებთ ერთსა და იმავე მოძრაობას, ერთსა და იმავე პოზაში ხართ ხანგრძლივად სამუშაო დღის განმავლობაში, უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ გამოგივლინდეთ ძვალ-კუნთოვანი დარღვევები. ასეთი მოძრაობების მაგალითებია: მონაცემების შეყვანის პროცესი; დახარისხების პროცესი და ა.შ. 

ამ შემთხვევაში სხეული ერთსა და იმავე მოძრაობას იმეორებს მთელი დღის განმავლობაში. თავისთავად, ერთი სახის სამუშაოს შესრულება არ არის საზიანო. თუმცა პრობლემას წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს სიხშირე, მოუხერხებელი მდებარეობა და სხეულის არასწორი დატვირთვა.

როგორ შეიძლება ავირიდოთ ძვალ-სახსროვანი დარღვევები?

თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტი ოფისში ყოფნისას დამოკიდებულია მოძრაობასა და გადაადგილებაზე, ასევე იმ ზეწოლაზე, რომელიც სხეულზე მოდის. 

ერგონომიკული პრინციპების დაცვა წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ძვალ-კუნთოვანი დარღვევების თავიდან ასაცილებლად. 

მაგ.: თუ თქვენ სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ კომპიუტერთან, უნდა მიაქციოთ ყურადღება, როგორ პოზიციაში გაქვთ ხელის მტევნები და ფალანგები. იმისათვის, რომ შეამციროთ დატვირთვა სხეულის ზედა ნაწილის კუნთებზე, იდაყვები მიიტანეთ სხეულთან ახლოს, მხრები კი ქვემოთ ჩამოსწიეთ და მოადუნეთ მუშაობისას. შეძლებისდაგვარად, ასევე მოადუნეთ წინამხარი და მტევნის ფალანგები. გახსოვდეთ, ერგონომიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია – სამუშაოს შესრულების დროს სხეული იმყოფებოდეს მუშაობისათვის ოპტიმალურ მდებარეობაში.

აუცილებელია, იფიქროთ თქვენი სხეულის ტანადობაზე. როცა ზიხართ, შეეცადეთ ზურგის ქვემო ნაწილში ნაკლებად მოიხაროთ, რაც დაგეხმარებათ კისრის, თავისა და მხრების გამართვაში და, ასევე, შეამცირებს ზეწოლას ხერხემალზე. ამის გარდა, თავის მხრებზე სწორი მდებარეობა ამცირებს დატვირთვას კისერზე და აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას სხეულის ზედა ნაწილში.

საბოლოოდ, არ დაგავიწყდეთ, რომ პერიოდულად უნდა დაისვენოთ. შეეცადეთ სამუშაო დღის განმავლობაში ხშირად გააკეთოთ ხანმოკლე შესვენებები. ადამიანის სხეული განკუთვნილია მოძრაობისთვის, ამიტომ ერთ პოზიციაში ხანგრძლივად ყოფნა ან ერთფეროვანი სამუშაოს ხანგრძლივი დროით შესრულება ზრდის დატვირთვას კუნთებზე და სახსრებზე. ხანმოკლე აღდგენითმა პერიოდებმა შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს კუნთების დაღლა და დაძაბვა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის შრომისუნარიანობას.

Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

წყარო: საქართველოს ერგონომიკის ასოციაცია

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 აქტივობა ჰანოიში, ვიეტნამში

11 აქტივობა ჰანოიში, ვიეტნამში

22 January, 2025
ნერვული სისტემის დაავადებები

ნერვული სისტემის დაავადებები

იანვარი 22, 2025
გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს – PMCG

გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს – PMCG

22 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა

თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა

22 იანვარი 2025
როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

იანვარი 22, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარაქი, მარგარინი და სპრედი – რა განსხვავებაა მათში

კარაქი, მარგარინი და სპრედი – რა განსხვავებაა მათში

იანვარი 22, 2025
როგორ გავიწმინდოთ სახის კანი სიმინდის ფქვილით

როგორ გავიწმინდოთ სახის კანი სიმინდის ფქვილით

იანვარი 22, 2025
“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

21 იანვარი 2025
თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

იანვარი 21, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები