ოთხშაბათი, სექტემბერი 18, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიინტერვიუ“ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თავისუფლება პროფესიაში… აქ მუდამ მობილიზებული ხარ” – ინტერვიუ ნათია...

“ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თავისუფლება პროფესიაში… აქ მუდამ მობილიზებული ხარ” – ინტერვიუ ნათია ტალახაძესთან

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨️

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ნათია ტალახაძესთან, რომელიც ამჟამად “რუსთავი 2”-ში მუშაობს:

ნათია, პროფესიით ჟურნალისტი ხართ… გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

– მოგესალმებით ❤️ პატარაობიდან მხიბლავდა ტელევიზია, ყურადღებით ვუსმენდი და ვაკვირდებოდი ჟურნალისტთა მეტყველებას, ამბის მოწოდების სტილს, ვიზუალს, ჩაცმულობას და ეს ყველაფერი მხიბლავდა, რადგან ჩემთვის ძალიან ესთეტიური იყო.

მხიბლავდა ის გარემოებები, სადაც ჟურნალისტებს უწევდათ  მოეპოვებინათ ექსკლუზივი, მუდმივად ყოფილიყვნენ ყველა კრიტიკულ სიტუაციაში ზუსტ დროსა და ადგილას…იყო ეს მშვიდობა, თუ ომი…

შესაძლოა, აქტიურ ჟურნალისტიკაში არ ხართ, თუმცა ტელევიზიის ცხოვრებას კარგად იცნობთ… როგორია, იყო ტელეჟურნალისტი?

– სამწუხაროდ, პირადი გარემოებებიდან გამომდინარე აქტიურ ჟურნალისტიკაში ვერ ვარ, თუმცაღა ვმუშაბ ერთ-ერთი რეიტინგულ და ვფიქრობ, ყველაზე ობიექტური ტელევიზიის ადმნისტრაციაში.

ასე თუ ისე, ჩართული ვარ ტელევიზიის ცოცხალ და აქტიურ რეჟიმში, სადაც არასდროს გაქვს მოდუნების საშუალება, ხარ მობილიზებული და მოტივირებული. გაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე, რომ ყველა ამბავი მათ ყურამდე მივიდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად.

ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– ჩემი აზრით, ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ყველაზე მთავარი, ამბის სიზუსტით მოწოდების უნარი და თავისუფლება პროფესიაში. აუცილებლად დაადასტუროს ფაქტის სინამდვილე და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას.

ნათია, გაგვიმხილეთ თქვენი სილამაზის საიდუმლო… გაქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული რუტინა ან თუ ითვალისწინებთ პროფესიონალთა რჩევებს თავის მოვლისთვის?…

– ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია სილამაზის საიდუმლო 😊 თუმცაღა სასიამოვნო,მადლობა  ❤️ საიდუმლო უფრო მეტად გენეტიკა, ასევე შინაგანი სილაღე, შინაგანი სიყვარულით სავსე ბავშვი თავისუფლებასთან ერთად.

მე არ მიწევს ეკრანიზაცია, თუმცაღა ჟურნალისტის, კონკრეტულად კი წამყვანების ის ესთეტიურობა, რაც ღრმა ბავშვობიდან გამჯდარი მაქვს, დღემდე მომყვება. ეს არის კლასიკური პიჯაკი, მოწესრიგებული თმა, სახე და ფრჩხილი.

დაბოლოს, გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს, რათა, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– ვისურვებდი, არასდროს თქვან უარი ბავშვურ ოცნებებზე და ყველაფრის მიუხედავად ეცადონ, შედგნენ იმ პროფესიაში, რაც უყვართ, სადაც თავს გრძნობენ ბედნიერად. სხვა სემთხვევაში, მუდმივად ექნებათ დანაკლისის გრძნობა…

ავტორი: თათია გოჩაძე

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://shenisilamaze.ge

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ტოსკანაში მოგზაურობის 5 დღიანი გეგმა

ტოსკანაში მოგზაურობის 5 დღიანი გეგმა

17 September, 2024
ალკოჰოლის მოხმარება და დემენციის რისკი: ახალი კვლევების შედეგები  – მოამზადა გიორგი ფხაკაძემ

ალკოჰოლის მოხმარება და დემენციის რისკი: ახალი კვლევების შედეგები – მოამზადა გიორგი ფხაკაძემ

სექტემბერი 17, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 17 სექტემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 17 სექტემბერი

17 სექტემბერი 2024
როგორ აძლიერებს გამწვანება არქიტექტურის ინდუსტრიას: ეკოლოგიური და ესთეტიკური სარგებელი

როგორ აძლიერებს გამწვანება არქიტექტურის ინდუსტრიას: ეკოლოგიური და ესთეტიკური სარგებელი

სექტემბერი 17, 2024
მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით

მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით

სექტემბერი 17, 2024
როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან რეალურ ცხოვრებასა და ციფრულ სამყაროში

როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან რეალურ ცხოვრებასა და ციფრულ სამყაროში

17 სექტემბერი 2024
შემოდგომა იდეალური დროა დასვენებისთვის – ბუნების საოცარი ფერები

შემოდგომა იდეალური დროა დასვენებისთვის – ბუნების საოცარი ფერები

სექტემბერი 16, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ღვინის ექსპორტი და სტატისტიკა

ღვინის ექსპორტი და სტატისტიკა

სექტემბერი 17, 2024
გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული ✨️

გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული ✨️

სექტემბერი 12, 2024
ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

17 სექტემბერი 2024
კონკურსის  „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

სექტემბერი 11, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები