ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოსა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის ნახშირის საწარმო, „ეკო ტექნოლოჯი“ გაიხსნა, რომელიც თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ნახშირის ინოვაციური წარმოებას გულისხმობს და ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ აქვს.
საწარმო ოფიციალურად გახსნეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელძემ, USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილემ, დევიდ ჰოფმანმა, „სტარტაპ-სართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭუმბურიძემ.
მასალის გამოყენების პირობები