კალოიანი სახლები ძირითადად პირაქეთა ხევსურეთისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა პირიქითა ხევსურეთშიც გვხვდება. ასეთი სახლები უფრო მეტად სამსართულიანი იყო და ფერდობებზე შენდებოდა. მათი შემყურე იფიქრებ, რომ ისინი ზურგით მიწაში არიან შეჭრილი.
პირველ სართულს საკუთრივ სახლი ეწოდებოდა, ის ოჯახისა და პირუტყვისთვის იყო განკუთვნილი. იქვე იყო მოწყობილი კერია. დაწნული კედლებით ერთმანეთისგან იყოფოდა პროდუქტების დასამზადებელი ოთახი – სენე, სამეურნეო დანიშნულების სათავსები და ბოსელი. მეორე სართული, რომელსაც ჭერხო ეწოდება, მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი. მესამე სართულზე კი მაღალი ბანი იყო.
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫
მასალის გამოყენების პირობები