გაგაცნობთ ეკა გოგოხიას აფხაზეთიდან, განათლებით ფიზიკოსს, რომელიც ბავშვებისთვის ხელით ნაქსოვ თოჯინებს დიდი სიყვარულით ქმნის ✨️
“ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე პროფესიით არ მიმუშავია… ბავშვობიდან მიყვარდა ქსოვა.
აქამდე ვქსოვდი ჩემთვის, ვერთობოდი.დრომ მოიტანა და ჩემი ხელსაქმე ვაქციე შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ – შევქმენი ინტერნეტ გვერდი Eka,s art/ეკას ხელნაკეთი.
განვათავსებდი ნაქსოვ ჩანთებს, ქუდებს და ა.შ. ერთხელაც მოვქსოვე სათამაშო ბაჭია, მომხმარებელს ძალიან მოეწონა და იმ დღიდან ჩემს თავს დავუსახე მიზნად, არ გავჩერდე!
და დღემდე ძალიან ბევრს ვშრომობ,უფრო მეტად დავხვეწე ჩემი სათამაშოები. ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენაში, ვყიდი ონლაინ…
ვქსოვ სათამაშოებს და ვარ ჩემს ზღაპრულ სამყაროში იმ იმედით, რომ ოდესღაც მოვაწყობ გამოფენას სოხუმის სანაპიროზე. ვცდილობ, რომ ჩემი სათამაშოები იყოს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პატარებისთვის.
ყველა კომენტარი და აღიარება მაბედნიერებს.ჩემს სათამაშოებში ჩაქსოვილია სული და გული, უსაზღვრო სიყვარული და დიდი ოცნება,რომელიც უნდა ამისრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები