შაბათი, მარტი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგანათლება/ჯანდაცვა/სასწავლო ცენტრი/ტრენინგიმინიმალისტური სტილის სახლი ლონგ აილენდზე

მინიმალისტური სტილის სახლი ლონგ აილენდზე

მდიდრული, ჰაეროვანი და მყუდრო მყუდრო – ეს სახლი “ლონგ აილენდზე” მდებარეობს და ყველა იმ შეხედულებას აერთიანებს, რაც ადამიანებს მდიდარი ნიუ-იორკელების მიმართ აქვთ. სახლი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე აშენდა, ამიტომ ინტერიერის დიზაინერები ცდილობდნენ, მასში კომფორტული და მსუბუქი საკურორტო ატმოსფერო შეექმნათ. სასიამოვნო რძისფერი ჩრდილები ბუნებრივ ხესთან და თანამედროვე ავეჯთან არა მხოლოდ ძალიან მიმზიდველად, არამედ წარმოუდგენლად ელეგანტურადაც გამოიყურება.

მისაღები საკმაოდ დიდი და გაშლილია და მას ბაღში გასასვლელი კარი ამშვენებს. სწორედ ამ კარის წყალობით, სახლი მდიდარია ბუნებრივი სინათლით, რაც ოთახში სივრცის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ავეჯი ძირითადად თეთრი ფერისაა, ხოლო კონტრასტებისა და საინტერესო აქცენტების შესაქმნელად მწვანე მცენარეები, ლარნაკები და სხვა სახის დეკორაციაა გამოყენებული. სახლში ვხვდებით ბუნებრივი ხის მასალის სიმდიდრეს, რაც ოკეანესთან და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებს. ამ კუთხით გამოირჩევა ავეჯი, რომელიც მაღალი ხარისხის ხის მასალისგანაა დამზადებული.

სამზარეულოში განსაკუთრებულ განწყობას დახვეწილი მარმარილო ქმნის, რომელიც აქცენტების სახით მთელს სახლშია განაწილებული და ერთიან ატმოსფეროს უზრუნველყოფს. სივრცე მაქსიმალურად არის ათვისებული ფუნქციური ავეჯისა და ნივთების გამოყენებით. მასალის სახით, ძირითადად, აქაც ხეს ვხვდებით, რომელიც იდეალურადაა შეხამებული ოქროსფერ დეტალებთან და მწვანე მცენარეებთან. აქვეა მცირე ზომის საკუჭნაოც, რომელიც გამოიყენება ჭურჭლის, საკვების, ზამთრის მარაგებისა და სხვა საჭირო ნივთების შესანახად.

რაც შეეხება საძინებელს, სახლის ეს ნაწილიც მკაფიოდ მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. მისაღების მსგავსად, ამ ოთახსაც აქვს დიდი ზომის კარი, რომელიც ეზოში გადის. ოთახში დამატებით განწყობას ქმნის ჭერის დიზაინი და ელეგანტური ჭაღიც, რის ხარჯზეც ხისფერისა და თეთრი ტონების საინტერესო კონტრასტი იქმნება. ცალკე აღნიშვნის ღირსია პატარა ბუხარიც, რომელიც ისედაც თბილ ინტერიერს კიდევ უფრო მეტად ათბობს.

პროექტში ორი სააბაზანოა გათვალისწინებული, რომელთაგან ერთი შედარებით ღია, თეთრ და ხისფერ ტონალობებშია გადაწყვეტილი და თანამედროვე ავეჯითა და სანტექნიკითაა აღჭურვილი. ზედაპირების სახით, სამზარეულოს მსგავსად, აქაც მარმარილოა გამოყენებული.

მეორე სააბაზანო შედარებით მუქ ფერებშია მოწყობილი და თეთრი და შავი ტონების კონტრასტს ქმნის. საშხაპე ნაწილი აგურის მსგავსი ფილებით არის მოპირკეთებული, განწყობის შესაქმნელად კი, როგორც სხვა ოთახებში, მწვანე მცენარეებსა და მცირე ზომის დეკორაციებს ვხვდებით.

საბოლოო ჯამში, ინტერიერი ძალიან მყუდრო და თბილია და მასში იდეალურადაა ასახული ოკეანის ცვალებადი კლიმატი. მინიმალისტური სტილის ხარჯზე, ისედაც დიდი სივრცე კიდევ უფრო ფართო და ნათელი ჩანს, რაც აქ ცხოვრებასა და დასვენებას ორმაგად სასიამოვნოს ხდის.

 

 

წყარო:https://www.homeis.ge
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

22 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

21 მარტი 2025
შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

მარტი 22, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

მარტი 22, 2025
ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

მარტი 22, 2025
ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

22 მარტი 2025
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

მარტი 22, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები