წარმოგიდგენთ კიდევ ერთ სტარტაპს – “შარავანდედი”, რომლიც მადონა ჩუბინიძეს ეკუთვნის.
ის პროფესიით მედდა გახლავთ:
“ბავშვონიდანვე მქონდა ინტერესი ხელსაქმისადმი, რომელიც შემდეგ ჩემი ჰობი გახდა… ვქსოვ ჩხირით და ყაისნაღით, ვაკეთებ მაკრამეს… ვქარგავ ჯვარედინი ნაკერის და წყლით ქარგვის ტექნიკით… ვკერავ საბნებს თარგებით, ვამზადებ სამკაულებს, ვმონაწილეობ აქტიურად გამოფენებში… როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებში… მიღებული მაქვს არა ერთი დიპლომი და სერთიფიკატი…
ასევე ვმონაწილეობ საქველმოქმედო გამოფენებში… გამოიცა ჩემი პერსონალური ალბომი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში განთავსდა…ჩემი ნამუშევრები შესულია ალბომში “კულტურის ფესვები”…ჩემი ბრენდია “შარავანდედი” – ხელნაკეთი ნამუშევრები…
მოტივირები ვარ, ჩემს ბრენდს გავუწიო პოპულარიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები