შაბათი, მარტი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიმარტივი და უტყუარი ხრიკები დიასახლისებისათვის

მარტივი და უტყუარი ხრიკები დიასახლისებისათვის

1. თუ ხალიჩაზე ან რბილ ავეჯზე საღეჭი რეზინი მიეკრო, დაადეთ ყინული. საღეჭი რეზინი გამკვრივდება და ადვილად მოშორდება.

2. იმისათვის, რომ ზამთარში კარტოფილი არ აღმოცენდეს, ყუთში, სადაც ინახება, რამდენიმე ვაშლი ჩადეთ.

3. იქ, სადაც საკვების მარაგი ინახება, დადგით დაქუცმაცე-ბული ნახშირით სავსე ჭურჭელი. ნახშირი სხვადასხვა სუნს შთანთქავს.

4. თუ ნიჟარაში წყალი ძნელად გაედინება, წყლის გასას-ვლელში ჩაყარეთ ერთი მუჭა სოდა, ცოტა ხანს გააჩერეთ, შემდეგ დაასხით ჭიქა ძმარი და მიუშვით წყლის ნაკადი.

5. ნემსები, სარჭები, ქინძისთავები არ დაჟანგდება, თუ მათ შესანახ ყუთში ცოტაოდენ ფქვილს ჩაყრით.

6. თუ გსურთ თქვენი ავეჯის ლითონის დეტალებს ბრწყინვალება დაუბრუნოთ და განაახლოთ, მოამზადეთ შემდეგი ნარევი: 30 გ ნიშადურის სპირტს დაუმატეთ 50 გ წყალი და 15 გ დაფხვნილი ცარცი. სითხე შეანჯღრიეთ, ჩაალბეთ მასში ბამბაზიის ნაჭერი და ლითონი გაწმინდეთ. შემდეგ მშრალი ტილოთი გააპრიალეთ.

7. მოამზადეთ სახლის პირობებში უნიტაზის საწმენდი სითხე: ვედროში ჩაასხით 2 ლიტრი წყალი, 1 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და 1 ს/კ ნიშადურის სპირტი. კარგად აურიეთ, ჩაასხით უნიტაზში და დაახურეთ სახურავი. 30 წუთის შემდეგ ჯაგრისით გაწმინდეთ და წყლით ჩარეცხეთ.

8. ხის საჭრელ დაფას განაახლებთ, თუ ორთქლზე გამთბარ მცენარეულ ზეთს მთელ ზედაპირზე წაუსვამთ, გააჩერეთ, რომ კარგად შეიწოვოს. ზეთი იცავს ხის ფორებს მიკრობებისგან და ატენიანებს მას. დაფა აღარ დაიბზარება.

9. რეზინის ბოტები და ჩექმები დიდხანს შეინარჩუნებს სიპრიალეს, თუ თბილ წყალში გარეცხვის შემდეგ, კარგად გაამშრალებთ და ცოტაოდენ გლიცერინში დასველებული ჩვრით გააპრიალებთ.

10. თუ გსურთ ავეჯსა და ხალიჩებს სასიამოვნო სუნი ასდიოდეს, აიღეთ 2 ჭიქა სოდა და ჩაყარეთ ცელოფანის პარკში. სოდაში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი არომატული ზეთი (იყიდება აფთიაქებში). პაკეტს მოუკარით თავი ისე, რომ მასში ჰაერის დიდი რაოდენობა დარჩეს. გახვრიტეთ რამდენიმე ადგი-ლას და მოაყარეთ არომატული სოდა.

11. თუ გსურთ თქვენს ბინაში კარგი არომატიც იდგეს, დაჭერით კომში პატარა ნაჭრებად, დააწყვეთ პატარა ლამბაქებზე და ოთახებში მოათავსეთ.

12. თუ ციტრუსის არომატი გირჩევნიათ, აიღეთ ლიმონი ან ფორთოხალი, დაჩხვლიტეთ მთლიანი ციტრუსი ასანთის ღერით და ნახვრეტებში მიხაკი ჩადეთ.

13. საპნის ნარჩენებს ნუ გადაყრით. ჩააწყვეთ ისინი ქვაბში და დაასხით წყალი (ისე, რომ ოდნავ ფარავდეს) და გააჩერეთ 8-10 საათი. შემდეგ დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და როდესაც მასა გაგრილდება, ჩაასხით ფორმებში. (მაგალი-თად, მაწვნის, არაჟნის პლასტიკურ ქილებში). როდესაც გამაგრდება, საპონი მზადაა ხელმეორე მოხმარებისათვის.

14. თუ გსურთ ბურღულეულის ვარგისიანობის შემოწმება, დაიყარეთ ხელის გულზე, დააორთქლეთ და უსუნეთ. თუ ობის სუნს იგრძნობთ, საკვებად აღარ გამოიყენოთ.

15. ქუჩაში სიარულის დროს თქვენი პალტო ხშირად ისვრება წვიმის ან ტალახის შხეფებით? ამ ლაქებს ადვილად მოაშორებთ ძმრის სუსტი ხსნარით.

წყარო:https://marao.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

22 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

21 მარტი 2025
შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

მარტი 22, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

მარტი 22, 2025
ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

მარტი 22, 2025
ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

22 მარტი 2025
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

მარტი 22, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები