ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგანათლება/ჯანდაცვა/სასწავლო ცენტრი/ტრენინგი"იმდენად მინდოდა, ეს ყველაფერი მეკეთებინა, რომ მეგონა, თვალებს თუ დავხუჭავდი, თითები თავისით...

“იმდენად მინდოდა, ეს ყველაფერი მეკეთებინა, რომ მეგონა, თვალებს თუ დავხუჭავდი, თითები თავისით იმუშავებდნენ …” – ინტერვიუ ბლოგ My Tiny World -ის შემქმნელთან

 sheniinterieri.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ცნობილი ბლოგის My Tiny World შემქმნელთან… მარია (მერი) ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილი 25 წელია, ესპანეთში ცხოვრობს და ხელოვნების საოცარ მინიატურულ ნამუშევრებს ქმნის, რომლის რეალობისგან გარჩევა გაგიჭირდებათ…

გვიამბეთ თქვენი ემიგრანტული ისტორია – როდის და რატომ გადაწყვიტეთ ესპანეთში საცხოვრებლად წასვლა?

– თითქმის 25 წელია, წამოსული ვარ საქართველოდან. ყოველთვის მომწონდა ესპანური კულტურა, ენა და გადავწყვიტე, წავსულიყავი ესპანეთში… ჩამოვედი სასწავლო პროგრამით და აქამდე შემოვრჩი. შევქმენი ოჯახი და  მყავს ერთი შვილი.

გვიამბეთ თქვენი შემოქმედების შესახებ… საოცარ მინიატურებს ქმნით – რომელ ტექნიკას იყენებთ, თიხით მუშაობთ? ასევე გვიამბეთ, როდის გაგიჩნდათ ამ საოცრებების კეთების იდეა?

– მინიატურების შექმნა 4 წლის წინ დავიწყე, მანამდე ვიყავი დაინტერესებული ფოტოგრაფიით და კულინარიით, კულინარიის მხრივ საკმაოდ კარგი წარმატებები მქონდა… იმ მომენტისათვის ვმუშაობდი ინგლისის ტოპ 20-ში შესულ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ ერთ ერთ  რესტორანში  და “ჰოლიდეი ინის” მთავარ კონდიტერად. მაგრამ დედის უეცარმა გარდაცვალებამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ყველაფრის დატოვება მომიწია. დიდი დეპრესიის შემდეგ, რაც ჩემთვისც უეცარი მოვლენა იყო, დავიწყე მინიატურების კეთება. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი პატარა, მილიმეტრიანი ნივთების კეთება დამამშვიდებდა.

ეს ყველაფერი რომ მეკეთებინა, იმდენად მინდოდა, რომ მეგონა, თვალებს თუ დავხუჭავდი, თითები თავისით იმუშავებდნენ. ზოგჯერ ისე ვერთვებოდი მუშაობის პროცესში, რომ ჭამაც მავიწყდებოდა, დილის 7 საათიდან ზოგჯერ ღამის 11-12 სათამდეც ვმუშაობდი, სულ მინდოდა რაღაც მეკეთებინა… ამას ისიც დაემატა, რომ რასაც ვაზიარებდი ჩემს სოც ქსელში, მეგობრები არ დუტოვებია გულგრილი. მოჰყვა ბევრი მოწონება, გაზიარება, საოცრად თბილი სიტყვები და გულის ამაჩუყებელი წერილები,  რაც იმჟამინდელ მდგომარეობაში ჩემთვის დიდი დახმარება და გვერდში დგომა  იყო. მადლობა მათ ამისთვის!

თავიდან, როგორც კონდიტერს, სახლში სხვა მასალა არც მქონდა და დავიწყე ცომითა და შაქრის მასით გაკეთება მინიატირების. შემდეგ  გადავედი სინთეთიკურ თიხაზე, ამ მომენტისათვის ჩემს პატარა სახელოსნოში ნახავთ თითქმის ყველანაირ მასალას – გააჩნია, რა მინდა გავაკეთო და როგორი ეფექტი მინდა, მივიღო. მანამდე მინიატურებთან არანაირი შეხება არ მქონია, მამა მხატვარი მოქანდაკე მყავს და მაინც, როგორც ამბობენ გენში გადადისო.

მამა სხვადასხვა ავტორთან მუშაობდა… მთავარი ჩამომსხმელი იყო და საქართველოში უმრავლესობა ძეგლების მის მიერ არის შესრულებული… მაგალითად: ბერიკაობა, ქართლის დედა, დავით სარაჯიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ელენე ახვლედიანი, ვაჟა ფშაველა… აკაკი, ილია… ქუთაისში დავით აღმაშენებელი, ფოთში ცოტნე დადიანი.. უამრავი სხვა კიდევ..

მოკლედ, მამა უზაარმაზარ მეტალის ქანდაკებებს აკეთებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ… დედას კი უგემრიელესი კერძების მომზადება შეეძლო და კულინარიული ნიჭიც მისი მხრიდან გამომყვა.

კითხვის გაგრძელება:https://sheniemigranti.ge/

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
უნიკალური მულტიკულტურული გასართობი მიმართულება დუბაიში: ტოპ ღირსშესანიშნაობა ემირატებში

უნიკალური მულტიკულტურული გასართობი მიმართულება დუბაიში: ტოპ ღირსშესანიშნაობა ემირატებში

23 January, 2025
„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ – ივანე ჩხაიძე

„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ – ივანე ჩხაიძე

იანვარი 23, 2025
ირლანდიაში შტორმ „ეოინის“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

ირლანდიაში შტორმ „ეოინის“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

23 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

იანვარი 23, 2025
7 მოწყობილობა, რომლებიც არასდროს უნდა ჩართოთ გადამყვანზე

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მანდარინის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

მანდარინის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

იანვარი 22, 2025
2025 წლის ზამთრის თმის ფერის ტრენდი

2025 წლის ზამთრის თმის ფერის ტრენდი

იანვარი 23, 2025
როგორ შევისწავლოთ უცხო ენები: 5 ეფექტური სტრატეგია

როგორ შევისწავლოთ უცხო ენები: 5 ეფექტური სტრატეგია

23 იანვარი 2025
თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება

თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება

იანვარი 22, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები