შაბათი, მარტი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგითიბისი ლიზინგმა CDP-ისგან €10 მილიონის საკრედიტო რესურსი მოიზიდა, რაც CDP-ის პირველი ინვესტიციაა...

თიბისი ლიზინგმა CDP-ისგან €10 მილიონის საკრედიტო რესურსი მოიზიდა, რაც CDP-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოში

თიბისი ლიზინგმა წარმატებით მოიზიდა 10 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი Cassa Depositi e Prestiti- გან („CDP“), ორგანიზაციისგან, რომელიც წარმოადგენს იტალიის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს საერთაშორისო განვითარების მიმართულებით.

ეს ისტორიული ტრანზაქცია CDP-ის პირველ ინვესტიციაა საქართველოში, რაც ახალი საერთაშორისო ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვით მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის ქვეყნის ფინანსურ სექტორში.

აღნიშნული მიზნად ისახავს ფინანსური ინკლუზიურობის გაძლიერებას და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ლიზინგის მიზანს, ქვეყანაში უზრუნველყოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა („MSME“) მზარდი საჭიროებების შესაბამისი ფინანსური რესურსების შეთავაზება.

ეს სტრატეგიული პარტნიორობა მხარდაჭერილია ევროპის მდგრადი განვითარების ფონდის (“EFSD”) მიერ, რაც მნიშვნელოვანი ინიციატივაა MSME-ებისთვის დაფინანსების დეფიციტის შემცირების მიმართულებით, განსაკუთრებით ევროპულ სამეზობლოში. პროგრამა ხელს უწყობს უთანასწორობის შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლის ზრდის წახალისებას მთელ რეგიონში.

მოხარულები ვართ, რომ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში სწორედ თიბისი ლიზინგმა მოიზიდა, რაც ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც თიბისი ლიზინგის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მიმართ. ეს პარტნიორობა პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მთავარ მიზანს, უზრუნველვყოთ ინოვაციური და მოქნილი დაფინანსების გზები საქართველოს MSME-ებისთვის, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის საყრდენის წარმოადგენენ. კაპიტალზე წვდომისა და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობით, ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით ადგილობრივი ბიზნესების ზრდას, არამედ ხელს ვუწყობთ ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური ზრდის სტიმულირებას. CDP-ის თიბისი ლიზინგში ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება ასახავს კომპანიის მყარი ფინანსური მაჩვენებლების, საოპერაციო სიმძლავრისა და სტრატეგიული ხედვისადმი ნდობას. ამასთან, ეს თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას სხვა ქართული კომპანიებისთვის, რომ მათაც შეძლონ CDP-ისგან დაფინანსების მოზიდვა, რაც გააძლიერებს ინვესტიციების ლანდშაფტს და ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში“, – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

„ჩვენთვის დიდი პატივია, გამოვაცხადოთ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში. ეს 10 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალზე წვდომას, რაც თავის მხრივ წაახალისებს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და გააძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს და განვავითაროთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური მდგრადობის ძირითადი განმაპირობებლები არიან. ამ საკრედიტო ხაზის მეშვეობით, CDP მიზნად ისახავს საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერებას, ფინანსური ინკლუზიის წახალისებას და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების სტიმულირებას“, – ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორაციული დაფინანსების ხელმძღვანელი – საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობა.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

წყარო

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

22 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

21 მარტი 2025
შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

მარტი 22, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

მარტი 22, 2025
ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

მარტი 22, 2025
ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

22 მარტი 2025
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

მარტი 22, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები