Shenisilamaze.ge გაგაცნობთ დაკო ჭანკვეტაძეს, რომელიც ქმნის თექის საინტერესო და ლამაზ ჩანთებს და მოსასხამებს – Teqa თექა
“ვგეგმავ, უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი ნაწარმი და დაემატება კიდევ რამდენიმე სახეობა…
პირველად 17 წლის ასაკში მქონდა თექასთან შეხება. ისეთი სასიამოვნო და საინტერესო პროცესი იყო, მახსოვს როგორ ველოდი, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთი როგორი გამოვიდოდა…
ამას დიდი სიხარულიც მოჰყვებოდა, სხვები რომ აფასებდნენ და მოწონებას იმსახურებდა.
იყო პროექტი იტალიის დაფინანსებით, სადაც ახალგაზრდულ ჯგუფს გვასწავლიდნენ და შემდგომ ჩვენს ნივთებს ვყიდდით…
შემდეგ იყო თოიძის სამხატვრო აკადემია, სადაც გობელენის და თექის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა.
შემდეგ დიდი ხანი მქონდა წყვეტა ჩემი საქმიანობისგან… რამდენიმე თვეა, აღვადგინე უფრო მეტი შემართებით და დიდი ინტერესით ჩემი საქმიანობა… თექაზე მუშაობა არის შრომატევადი, რადგან ჩემი ხელებია ჩემი დანადგარი…
ძველი მეთოდით ვამუშავებ და თუ ამ საქმისადმი დიდი სიყვარული არ გაქვს, ვერ შეძლებ და არ გააკეთებ ამას…”
მასალის გამოყენების პირობები