თანინის სახელოსნო გთავაზობთ სამკაულებს, ჩანთებს და თაბაშირის დეკორატიულ ფიგურებს. მწარმოებელი 3 გოგოა ✨️
საკუთარი სტარტაპის შესახებ shenistartup.ge “თანინის სახლოსნოს” შემქმნელებს ესაუბრა:
“ჩვენი საერთო საქმის იდეა მრავალი წელია, გულში გვიტრიალებს 🫶
ჩვენ ორს დობა გვარგუნა უფალმა და ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ, დაო, თაკო ჩალაძე♥️
წლების შემდეგ კიდევ ერთი და შევიძინეთ, რომელიც გულთან ისე ახლოს მოვიდა, რომ მის გარეშე, არც საქმე, არც დასვენება და არც არსებობა აღარ შეგვიძლია💗ნინო ცენტერაძე🥰 ერთგული და სანდო ადამიანი.
ამიტომ გადავწყვიტეთ, სამივემ ერთიანი ძალებით შემოგთავაზოთ ჩვენი ხელით შექმნილი სილამაზეები, ბევრ სიახლეს მოვიტანთ თქვენამდე💓
🧍♀️🧍♀️🧍♀️და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს მეგობრებო.💓
მასალის გამოყენების პირობები