თაბაშირის ნაკეთობები თუ თქვენი ინტერესის სფეროა, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა ✨️
shenistartup.ge გთავაზობთ ინტერვიუს ანა თედოშვილთან, რომელიც თავის მეუღლე ზურაბ კაჭარავასთან ერთად ქმნის თაბაშირის ულამაზეს ნაკეთობებს:
– მოგესალმებით, გვიამბეთ თქვენ შესახებ, როდის გაგიჩნდათ იდეა – ეს ულამაზესი ნამუშევრები შეგექმნათ?
– იდეა გაგვიჩნდა 10 თვის წინ. ერთ-ერთიდეკორაცია ვნახეთ უცხოურ ვებგვერდზე დაგადავწყვიტეთ, გვეცადა და ჩვენც შეგვექმნამსგავსი დახვეწილი დეკორაციები.
– რა დაბრკოლებები შეგხვდათ, როდესაცამ საქმის კეთება აირჩიეთ?
– ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო, შეგვექმნა ხარისხიანი მინარევი, ბევრი საჭირო მასალა, რომელიც საჭიროა ჩვენი საქმიანობისთვის,არ იყიდებოდა საქართველოში. დღესაცბევრი საჭირო მასალა უცხოეთიდანჩამოგვაქვს.
– რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ახალმა გამოწვევამ?
– ეს საქმიანობა წამოვიწყეთ მე და ჩემმამეუღლემ. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნაყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი. ამსაქმიანობამ შეცვალა ჩვენი ყოველდღიურირუტინა და მოგვიტანა მომხმარებლებისდიდი სიყვარული, რომელიც ჩვენი უმთავრესიმოტივაციაა ამ საქმის გაგრძელებისთვის.
–ცხადია, მსგავს წამოწყებებს ფინანსური შესაძლებლობებიც სჭირდება… რამდენადრთული იყო თავდაპირველად ამ ბიზნესისწამოწყება?
– ამ საქმიანობას დიდი ბიუჯეტი არ სჭირდება, მთავარია მოთმინება, შრომისუნარიანობა და მომხმარებელსმიაწოდო ის პროდუქტი, რისი მოლოდინიცაქვთ. თავდაპირველი ბიუჯეტი 100 ლარი გვქონდა, ამ თანხით 4 კგ თაბაშირი და რამდენიმე ყალიბი ვიყიდეთ. ასე დაიწყო “თაბაშირას” ისტორია.
–პროდუქტი, რომელსაც თქვენინამუშევრების დასამზადებლად იყენებთ, რამდენად უსაფრთხოა ადამიანისჯანმრთელობისათვის?
– პროდუქტს რაც შეეხება – სრულიადუსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, თვითონთაბაშირი არის ერთ-ერთი ყველაზეჰიპოალერგიული და არატოქსიკური პროდუქტი.
–რა გეგმები გაქვთ მომავალში?
– წლის ბოლოს ვაპირებთ გაფართოებას, რაც მოიაზრებს 500–ზე მეტი ყალიბის დამატებასდა მაღაზიის გახსნას. დღესდღეობით გვაქვს 250–ზე მეტი ყალიბი.
–დაბოლოს, რას ურჩევდით ადამიანებს, რომელთაც თქვენსავით სურთ მსგავსი საქმიანობის დაწყება, რა უნდაგაითვალისწინონ, სანამ ამ დიდ ნაბიჯსგადადგამენ?
– ჩვენი რჩევა იმ ადამიანებისთვის, ვისაცმსგავსი წამოწყება სურთ, იქნება, რომაუცილებლად გააკეთონ ის, რაც უყვართ. რადგან სიყვარულის გარეშე ვერ შექმნითგანსაკუთრებულ, ხარისხიან და ლამაზნამუშევრებს. ჩვენი საიდუმლოც ეს არის – ყოველ ნაკეთობაში დიდ სიყვარულს ვდებთ.
მასალის გამოყენების პირობები