ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიმხატვრობა/ხელოვნება/თეატრივაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაცია - ახალი სიტყვა თანამედროვე მიკროქირურგიულ ფლებოლოგიაში

ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაცია – ახალი სიტყვა თანამედროვე მიკროქირურგიულ ფლებოლოგიაში

პირველად საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ფლებოლოგმა უჩა დოლიძემ ჩაატარა ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის პროცედურა. ლაზერული აბლაციის (VALA – Vacuum Assisted Laser Ablation) ეს მეთოდი  იძლევა შესაძლებლობას, საიმედოდ, უსაფრთხოდ და გართულებების რისკის გარეშე ლაზერით დაიხუროს დიდი, 15 მმ-ზე მეტი დიამეტრის ვარიკოზული ვენები.

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მინიინვაზიური მეთოდის, ლაზერული აბლაციის დროს  ლაზერის ზემოქმედება ხდება ცარიელი ვენის კედელზე, პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით.   თუმცა ბოლო დრომდე, დიდი დიამეტრის ვარიკოზული ვენების შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენება ტექნიკურ სირთულეებს უკავშირდებოდა.

სწორედ ამ ტექნიკური პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის მეთოდი. ვაკუუმ გამომქაჩი ახორციელებს აბლაციის დროს სანათურში ნარჩენი სისხლის ასპირაციას და ვარიკოზული ვენის კედლის ადეკვატურ კონტაქტს ლაზერულ ბოჭკოსთან, რითაც მიიღწევა ვარიკოზული ვენის კედლების სრულფასოვანი აბლაცია და უმტკივნეულო პოსტოპერაციული პერიოდი. მკურნალობის ამ მეთოდს აქვს შესანიშნავი კოსმეტიკური შედეგი, სრულად შენარჩუნებული ცხოვრების მაღალი ხარისხი და შრომისუნარიანობა.

ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის უპირატესობები სტანდარტულ ლაზერულ აბლაციასთან შედარებით:

  • დიდი (15 მმ ზე მეტი) დიამეტრის მქონე ვარიკოზული ვენების უსაფრთხო და საიმედო დახურვა;
  • დიდი დიამეტრის ვარიკოზული ვენის ლაზერით დახურვა მცირე ენერგიების გამოყენებით,  რისი შედეგიცაა ოპერაციის შემდგომი უმტკივნეულო პერიოდი;
  • ბოჭკოს კარბონიზაციის და ვენის სანათურში დაშლის რისკის გაქრობა;
  • შესაძლო გართულებების მინიმიზირება;
  • ადგილობრივი ანესთეზიის მოცულობის შემცირება.

ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაცია ტარდება გერმანული წარმოების Biolitec-ის  თანამედროვე აპარატით Leonardo Dual 45,  ElVeS Radial 2 ring PRO ბოჭკოების გამოყენებით. პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, ადგილობრივი გაუტკივარებით, განაკვეთების გარეშე.   ხანგრძლივობა 30- 40 წუთი. პაციენტი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

ფლებოლოგის არსენალში ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის მეთოდის არსებობა შესაძლებელს ხდის ნებისმიერი დიამეტრის (გიგანტური) ვარიკოზული ვენის საიმედო, უსაფრთხო და უმტკივნეულო დახურვას.

კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ტარდება ვარიკოზული ვენებისა და მისი გართულებების მიკროქირურგიული მკურნალობა. მკურნალობის მეთოდებია: ენდოვენური ლაზერული აბლაცია, მინი- და მიკროფლებექტომია, ექოსკლეროთერაპია, მიკროსკლეროთერაპია.ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მოცილება ხდება ენდოვენური ლაზერული აბლაციითა და მიკროფლებექტომიით,  აბლაციის პროცესი მიმდინარეობს დუპლექსსკანირების კონტროლით.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 აქტივობა ჰანოიში, ვიეტნამში

11 აქტივობა ჰანოიში, ვიეტნამში

22 January, 2025
ნერვული სისტემის დაავადებები

ნერვული სისტემის დაავადებები

იანვარი 22, 2025
გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს – PMCG

გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს – PMCG

22 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა

თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა

22 იანვარი 2025
როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

იანვარი 22, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარაქი, მარგარინი და სპრედი – რა განსხვავებაა მათში

კარაქი, მარგარინი და სპრედი – რა განსხვავებაა მათში

იანვარი 22, 2025
როგორ გავიწმინდოთ სახის კანი სიმინდის ფქვილით

როგორ გავიწმინდოთ სახის კანი სიმინდის ფქვილით

იანვარი 22, 2025
“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

21 იანვარი 2025
თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

იანვარი 21, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები