shenistartup.ge გთავაზობთ ინტერვიუს ელენე დალაქიშვილთან, რომელიც ეპოქსიდის საშუალებით ქმნის განსხვავებულ, განსაკუთრებულ და საუცხოო ნამუშევრებს.
– მოგესალმებით, გვიამბეთ თქვენ შესახებ…
– მოგესალმებით, მე ვარ ელენე, ვმუშაობეპოქსიდითა და აკრილის საღებავებით. ვქმნი უნიკალურ დეკორაციებსინტერიერისთვის, სერვირების დაფებსა დასაყურეებს ქართული და ფენტეზი მოტივებით.
– როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ ეს საქმედაგეწყოთ?
– ეპოქსიდით მუშაობა დიდი ხანი მინდოდა, თუმცა სერიოზულად ნოემბერში მოვკიდეხელი და დღემდე ვვითარდები.
– უამრავი სახის ნამუშევრები გაქვთ წარმოდგენილი, გვიამბეთ, რას სთავაზობთ საზოგადოებას?
–განსაკუთრებული სიყვარულით საათებსვამზადებ, თუმცა ყველაზე მოთხოვნადისახელობითი დომინოა, ამიტომ ძირითადადდომინოზე მიწევს მუშაობა. გარდა ამისა,ვამზადებ საყურეებს, კედლის დეკორაციებს, ჭიქის სადგამებს, სერვირების დაფებს, ბრელოკებს, ჭადრაკსა და ნარდს. ფერწერასაც ხშირად ვიყენებ ჩემსნამუშევრებში, განსაკუთრებით პეიზაჟს.
–შეგხვდათ თუ არა დაბრკოლებები, როდესაც ამ საქმის კეთება გადაწყვიტეთ?
–დაბრკოლებები ყველა საქმის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მათთან გამკლავებით ვვითარდებით. არც მე ვყოფილვარ ამშემთხვევაში გამონაკლისი.
–რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ახალმა გამოწვევამ?
–უამრავი რამ, ახლა ჩემი დროის ძალიან დიდნაწილს ვუთმობ პირადი ბრენდისგანვითარებას. უამრავი იდეა მომდის და ამიდეების განხორციელების პროცესით ტკბობა, ალბათ, ყველა ხელოვანი დამეთანხმება, რომ შეუცვლელია. მით უმეტეს, ეპოქსიდიუსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა.
–რამდენად მომგებიანია ეს საქმიანობა თქვენთვის?
–ბაზარზე, ფაქტობრივად, 6 თვეა, რაცშემოვედი და ამ ფონზე მგონია, რომ ეს საქმემატერიალურად ძალიან მომგებიანია.
–რა გეგმები გაქვთ მომავალში?
–მინდა, რომ ეს ბიზნესი გავზარდო დაგავაფართოო, მთავარი გეგმა ამ ეტაპზე ესაა.
–რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც თქვენსავით სურთ მსგავსი საქმიანობის წამოწყება, რა უნდა გაითვალისწინონ, სანამ ამ დიდ ნაბიჯს გადადგამენ?
–არ აქვს მნიშვნელობა საქმიანობას, თუკირაიმეს კეთება გინდათ, უკან არაფრის გამოარ დაიხიოთ, რადგან წარუმატებლობის შიშიადამიანის ყველაზე დიდი მტერია.