დატვირთულობა 30%-ით შემცირდა – ფოთოლცვენაზე ველოდებით მომართვიანობის ზრდას – „ეკო სოფელი ტყეში“
ეკო სოფელი ტყეში – მდებარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, დაცულ ტერიტორიაზე. სასტუმროს დირექტორი ნინო ნიორაძე აცხადებს, სეზონზე ობიექტს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები სტუმრობდნენ.
შემოდგომის სეზონისთვის ობიექტის დატვირთულობამ დაახლოებით 30%-ით იკლო. თუმცა, „ეკო სოფელი ტყეში“ ოქტომბერ-ნოემბერში ფოთოლცვენის დროს სტუმრების რაოდენობის ზრდას ელოდება.
რაც შეეხება განთავსების ფასს, ზაფხულისთვის 2-ადგილიანი ნომრის ღირებულება 250 ლარს შეადგენდა. ფასი მოიცავდა საუზმეს, სარელაქსაციო აივანს, აუზს, ორთქლის და ფინურ საუნასა და ჯაკუზს. შემოდგომისთვის ფასი 200 ლარი იქნება.
ამჟამად ობიექტს 60 სტუმრის მიღება შეუძლია. აგრეთვე, „ეკო სოფელი ტყეშის“ მფლობელებმა მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ობიექტს საცურაო აუზი, მარანი, გასართობი სივრცე და 20 კოტეჯი დაამატა.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები