ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 11 თვის მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელებს ავტომატურად დაუბრუნდათ ₾2.3 მლრდ. დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემა, რომელიც 2020 წელს ამოქმედდა, უკვე ეფექტურად ფუნქციონირებს, ხოლო 2024-2028 წლებში ამ სისტემის ფარგლებში დაბრუნებული თანხა ჯამში 15 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ამ პროცესში, გადამხდელები ყოველთვიურად წარმოადგენენ დეკლარაციებს, რის საფუძველზეც განისაზღვრება გადასახადის ზედმეტობა და ხდება მისი ავტომატური გადმორიცხვა საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული მიდგომა მიზნად ისახავს ბიზნესის გამარტივებას და გადასახადის გადამხდელებისთვის ფინანსური ტვირთის შემცირებას.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
მასალის გამოყენების პირობები