შაბათი, ივნისი 14, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიგახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში - დაესწარი ვებინარს და აღმოაჩინე განათლების...

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში – დაესწარი ვებინარს და აღმოაჩინე განათლების შესაძლებლობები

30 მაისს, 19:00 საათზე დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით.

 

შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

ვებინარის მონაწილეებს საქართველოს ბანკის Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატები და გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებენ.

 

Fulbright-ის პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობების შესახებ; დეტალურად გაეცნობიან პროგრამაში მონაწილეობის ყველა ეტაპს და მიიღებენ აპლიკაციის შესავსებად საჭირო მნიშვნელოვან რჩევებს.

 

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამისთვის აპლიკაციების შევსება შესაძლებელია 2025 წლის 1 აგვისტომდე. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკიFulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ფინანსურიინსტიტუტის მხარდაჭერით, აშშში სწავლისშესაძლებლობა უკვე 15-მა ახალგაზრდაპროფესიონალმა მიიღო.

წყარო

READ  გიორგი ფხაკაძე საქართველოშია – წიგნის ონლაინ პრეზენტაციას უძღვებოდა ...
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები