ოთხშაბათი, სექტემბერი 18, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიგასწავლით, რა უნდა გაითვალისწინოთ სამუშაო სივრცეში ერგონომიკული დიზაინის შესაქმნელად - რჩევა საქართველოს...

გასწავლით, რა უნდა გაითვალისწინოთ სამუშაო სივრცეში ერგონომიკული დიზაინის შესაქმნელად – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

რა არის ერგონომიკული დიზაინი? 

სამუშაო ადგილის შექმნისას, საჭიროა სამუშაო გარემოს კორექტირება ადამიანის ინდივიდუალური თვისებების და სხეულის შესაძლებლობების გათვალისწინებით. ადამიანი არ უნდა ცდილობდეს, მოერგოს სამუშაო გარემოს, არამედ გარემო უნდა იყოს მისთვის შერჩეული. 

კორექტირების შეტანა შესაძლებელია ერგონომიკული დიზაინის დახმარებით, ანუ სამუშაო ადგილის სწორი დაგეგმარებით.

საოფისე აღჭურვილობის შერჩევისას, გასათვალისწინებელია შემდეგი:

  • სავარძელი; 
  • კლავიატურა და მაუსი; 
  • მონიტორის დამჭერები; 
  • სამუშაოს სპეციფიკა; 
  • ვიზუალური კომფორტი.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი პარამეტრები მხოლოდ ძირითადი მაჩვენებლებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური კორექტირება, ანუ ყოველი დასაქმებულისთვის კონკრეტული ერგონომიკური დიზაინის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ როგორ უნდა განლაგდეს საოფისე ერგონომიკული ავეჯი და აღჭურვილობა. ყველაფრის გათვალისწინებით, დასაქმებულისთვის უნდა შეიქმნას ისეთი კომფორტული გარემო, რომლის პირობებშიც მის ორგანიზმზე მავნე ზეგავლენა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

მუშაობა ნეიტრალურ პოზიციაში

  • რეგულირებადი მონიტორი 

მონიტორის ზედა კიდე უნდა განთავსდეს თვალის დონეზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავის და კისრის სწორი მდებარეობა. ეკრანის მდებარეობა ისეთი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მკვეთრი ნათება. ეკრანი უნდა აკეთებდეს ბრუნს ორივე მიმართულებით.

  • განათების მნიშვნელობა უნდა იყოს განლაგებული ისე, რომ შემცირდეს მკვეთრი ნათება
  • რბილი ხელის და იდაყვის დასაყრდნობი ბეჭვდის და შესვენებების დროს მხრის დისკომფორტის შესამცირებლად
  • კლავიატურა კლავიატურა უნდა მოვათავსოთ იდაყვის დონეზე, იატაკის პარალელურად ან მცირედ დახრილი უნდა იყოს უარყოფითი კუთხით
  • რეგულირებადი მაგიდა და ავეჯი უზრუნველყოფს სხეულის სწორ პოზას. 
  • დასაჯდომი ადგილი კარგ სავარძელს გააჩნია შესაბამისი წელის დამჭერი.

რა არის ერგონომიკა?

1980-იანი წლებიდან დღემდე პერსონალური კომპიუტერების, ციფრული ტექნოლოგიების, მობილური ტელეფონების და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებამ შეცვალა სამუშაოს სტილი და დასაქმებული ფიზიკურად პასიური გახადა. ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი კომფორტული გარემოს შექმნა (დიზაინი, ხელსაწყოები, აღჭურვილობა, სამუშაო ადგილზე მათი განლაგება და ა.შ.), რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმზე უარყოფითი ზეგავლენის გარეშე სამუშაოს ხარისხიან შესრულებას, რომ სამუშაო გარემო იყოს ადამიანზე მორგებული და არა პირიქით.

ერგონომიკა ნიშნავს სამუშაოსთან ადაპტირებას, ადამიანის ორგანიზმის ფიზიკური და ფსიქიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, ისეთი სამუშაო გარემოს, აღჭურვილობის გამოყენებას, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სამუშაოს უსაფრთხო და ეფექტურ შესრულებას.

ერგონომიკა ხელს უწყობს ყოველდღიურ სამუშაო ადგილზე კომფორტული გარემოს შექმნას, ამცირებს ტრავმების განვითარების რისკს, მავნე ზეგავლენას ჯანმრთელობაზე და ზრდის წარმოების და სამუშაოს შესრულების ეფექტურობას. ხშირად ერგონომიკურად გაუმჯობესებული სამუშაო გარემო აღიქმება, როგორც ზედმეტი დანახარჯი მწარმოებლის მხრიდან. სინამდვილეში კი ერგონომიკა განხილული უნდა იყოს, როგორც ინვესტიცია ფინანსური სარგებლისთვის, რისი მიღებაც შესაძლებელი ხდება წარმოების გაზრდით, სამსახურის გაცდენილი დღეების შემცირებით, დაზღვევაზე და დასაქმებულზე კომპენსაციური ხარჯების შემცირებით. ერგონომიკული გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს საწარმოო ტრავმების შემცირებისა და წარმოების ეფექტურობის გაზრდის წინაპირობას. ამ მხრივ, მცირე ცვლილებების განხორციელება მომავალში მოგვიტანს დადებით შედეგებს. 

განვიხილოთ მაგალითი: 

ერგონომიკული სავარძლის შესაძენად ჩადებული ინვესტიცია 10%-დან 20%- მდე ზრდის სამუშაოს წარმოებას. თუ ჩავთვლით, რომ დასაქმებულის პროდუქტიულობა დღეში საშუალოდ 5 საათია (300 წუთი), ერგონომიკული ნივთების გამოყენებით ხდება მისი 30- დან 60 წუთამდე მატება. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტიულობა დღეში 15 წუთით გაიზრდება, რაც კვირაში 1 სთ. 15 წთ. შეადგენს, წარმოება იზრდება 5%-ით.

რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან, რომლის ხელმძღვანელიც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძეა.

Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ტოსკანაში მოგზაურობის 5 დღიანი გეგმა

ტოსკანაში მოგზაურობის 5 დღიანი გეგმა

17 September, 2024
ალკოჰოლის მოხმარება და დემენციის რისკი: ახალი კვლევების შედეგები  – მოამზადა გიორგი ფხაკაძემ

ალკოჰოლის მოხმარება და დემენციის რისკი: ახალი კვლევების შედეგები – მოამზადა გიორგი ფხაკაძემ

სექტემბერი 17, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 17 სექტემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 17 სექტემბერი

17 სექტემბერი 2024
როგორ აძლიერებს გამწვანება არქიტექტურის ინდუსტრიას: ეკოლოგიური და ესთეტიკური სარგებელი

როგორ აძლიერებს გამწვანება არქიტექტურის ინდუსტრიას: ეკოლოგიური და ესთეტიკური სარგებელი

სექტემბერი 17, 2024
მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით

მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით

სექტემბერი 17, 2024
როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან რეალურ ცხოვრებასა და ციფრულ სამყაროში

როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან რეალურ ცხოვრებასა და ციფრულ სამყაროში

17 სექტემბერი 2024
შემოდგომა იდეალური დროა დასვენებისთვის – ბუნების საოცარი ფერები

შემოდგომა იდეალური დროა დასვენებისთვის – ბუნების საოცარი ფერები

სექტემბერი 16, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ღვინის ექსპორტი და სტატისტიკა

ღვინის ექსპორტი და სტატისტიკა

სექტემბერი 17, 2024
გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული ✨️

გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული ✨️

სექტემბერი 12, 2024
ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

17 სექტემბერი 2024
კონკურსის  „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

სექტემბერი 11, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები