უნიკალურია, საქართველოში პირველია ასეთი ბროწეულის ღვინო -საფერავის ბაზაზე დამზადებული
ბროწეულის ღვინო საქართველოში უკვე მეორე წელია, რაც კომპანია Pomegranate wine მიერ წარმოებს. გასულ წელს წარმოებამ 6 ათასი ბოთლი შეადგინა. წელს კი კომპანია რაოდენობის გაზრდას აპირებს.
ბროწეულის ღვინო ამჟამად თბილისსა და ბათუმში ტურისტულ ადგილებში მდებარე მცირე მაღაზიებშია შეტანილი. ასევე, გვხვდება სუპერმარკეტების ქსელ „გუდვილში“.
ბაზარზე ბროწეულის ღვინოზე მოთხოვნა დიდია. მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებენ, რადგან ამ ეტაპზე ბაზრის მოცვა სრულად ვერ ხორციელდება.
ღვინის ფასი საშუალო კატეგორიის მომხმარებელზეა გათვლილი და კლასიკურ ღვინოებთან მიმართებით მეტად მოთხოვნადია. უფრო კონკრეტულად საბაზრო ღირებულება 40 ლარამდეა. რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის სტრატეგიის მთავარი ნაწილი საქართველოს მოცვა, შემდეგ კი ბროწეულის ღვინის ექსპორტზე გატანაა.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები