მედიაჰოლდინგი “შენი”, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, ყველა ქართული სტარტაპის გვერდით დგას 🇬🇪 ამჯერად გაგაცნობთ ანუკის ხელნაკეთ აქსესუარებს ✨️
“მე ვარ ანა კახელიშვილი, დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობით. მყავს ქმარი და 3 შვილი.
სტუდენტობისას ხშირად ვმართავდით სადიპლომო და საკურსო გამოფენებს, ბავშვობიდან მიყვარდა ხელსაქმე: ვქსოვდი, ვქარგავდი, ვხატავდი.
COVID-ის პანდემიის პერიოდში ჩემს ქალიშვილთან ერთად დავიწყე სხვადასხვა აქსესუარების აწყობა, ასევე ვიმუშავე ტყავის აქსესუარების შექმნაზე. ამჟამად ვარ “კულტურის ფესვების” წევრი, რომელიც მართავს უამრავ გამოფენას ✨️
ჩემი ოცნებაა, ჩემი აქსესუარები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გავხადო ✨️🇬🇪
მასალის გამოყენების პირობები